ტინტო ბრასი
ჯოვანი ბრასი (იტალ. Giovanni Brass; ცნობილია, როგორც ტინტო ბრასი (იტალ. Tinto Brass) დ. 26 მარტი, 1933, მილანი) — იტალიელი კინორეჟისორი. მის მიერ გადაღებული ფილმების უმეტესობა ეროტიკული ჟანრის ფილმია.
ტინტო ბრასი | |
---|---|
ტინტო ბრასი 2009 წლის ვენეციის კინოფესტივალზე | |
დაბადების სახელი | Giovanni Brass |
დაბადების თარიღი |
26 მარტი 1933 მილანი, იტალია |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | იტალია |
პროფესია | რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკოლეჯის დამთავრების შემდეგ გადავიდა პარიზში საცხოვრებლად, სადაც მუშაობდა ყველაზე პრესტიჟულ და მდიდარ არქივში — Cinematheque Française. იტალიაში დაბრუნებული, მუშაობა გააგრძელა რეჟისორის ასისტენტად.
1963 წელს მისი პირველი ფილმი «Chi lavora è perduto» მაყურებელმა დადებითად მიიღო. 1964 წელს მან ასევე გადაიღო ორი ეპიზოდი, «L’uccellino» и «L’automobile» ფილმიდან «La mia Signora». იმავე წელს გადაიღო ფილმი «Il disco volante». ფილმი «L’urlo» ცენზურის ქვეშ იყო 1974 წლამდე. 1976 წელს გადაიღო ფილმი «Io, Caligola».
თავისი მოღვაწეობის საწყის ეტაპზე მან არაერთი ჟანრი მოსინჯა: კომედიიდან („ვინც მუშაობს, ის დაკარგულია“, 1963; „მფრინავი თეფში“, 1964) და კინონოველებიდან უინტელექტუალო ფილმებამდე („შეჩურთულები“, 1967; „კვნესა“, 1969) დადგმული აქვს ვესტერნი „იანკები“ (1966), ერთობოდა ფსიქოლოგიური ფილმებითაც („ამოვარდნილი“, 1970; „მოკლე შვებულება“, 1971), შექმნა კინოპაროდია «ძრავა!» (1979), მაგრამ საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი ეროტიკული ფილმების სამყაროში. ისეთი ფილმები, როგორიცაა („კიტის სალონი“, 1976 და „კალიგულა“, 1977 — გამოშვებული 1979 წელს) გადაღებული იყო პოლიტიკური და ისტორიული რეალიებიდან.
დაწყებული ფილმი „გასაღები“ (1983), ბრასი სრულად უძღვნის თავს ვუაეიერიზმს კინოში. ბრასის მიერ გადაღებულ ფილმებს მაყურებელი თითქოს უყურებს გვერდიდან, რითაც გამოჰყავს მნახველი ჩუმად თვალყურის მადევნებელის პოზიციაში. „მირანდა“ (1985), „კაპრიჩიო“ (1987), „პაპრიკა“ (1990), „მოთვალთვალე“ (1990) და ბევრი სხვა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1963 — „ვინც მუშაობს, ის დაკარგულია“ / Chi lavora è perduto In capo al mondo
- 1964 — Ça ira Il fiume della rivolta
- 1964 — „ჩემი ქალბატონი“ / La mia Signora
- 1964 — „მფრინავი თეფში“ / Il disco volante
- 1966 — „იანკები“ / Yankee
- 1967 — Col Cuore In Gola
- 1968 — „კვნესა“ / L’urlo
- 1967 — „ლტოლვა“ / Nerosubianco
- 1970 — „გამოვარდნილი“ / Drop Out
- 1971 — „მოკლე შვებულება“ / La vacanza
- 1976 — „კიტის სალონი“ / Salon Kitty
- 1979 — „კალიგულა“ / Caligola
- 1980 — „ძრავა“ / Action
- 1983 — „გასაღები“ / La Chiave
- 1985 — „მირანდა“ / Miranda
- 1987 — „სიყვარული და ვნება“ / Capriccio
- 1988 — „სასაუზმე „ბუდაპეშტი““ / Snack Bar Budapest
- 1991 — „პაპრიკა“ / Paprika
- 1992 — „ყველა ლედი ამას აკეთებს“ / Cosi' fan tutte
- 1994 — „მოთვალთვალე“ / L’Uomo che guarda
- 1995 — „ტინტო ბრასის ფოსტა“ / Fermo posta Tinto Brass
- 1997 — „გარყვნილი ურთიერთობები“ / Rapporti Impropri
- 1998 — „ცელქი გოგო“ / Monella
- 1999 — „ჯულია“ / Giulia
- 1999 — „ტკბილი სიზმარი“ / Sogno. Corti Circuiti Erotici
- 2000 — „აკრძალვების დარღვევები“ / Trasgredire
- 2002 — „შავი ანგელოზი“ / Senso '45
- 2002 — „შაბათ-კვირა ლეკოში“ / Fine Settimana a Lecco
- 2003 — „ო, ქალებო!“ / Fallo!
- 2005 — „ჩემი სიყვარული“ / Monamour
- 2008 — „სამზარელოში მოთვალთვალე (მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 2008)“ / Kick The Cock