სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა
სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი); ნავთლუღის ქუჩიდან წერნაქის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1851 წლის გეგმაზე დატანილია როგორც „კუტილოვკა“ (საქეიფო ადგილი), 1901 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კუტილოვის ქუჩა. 1923 წელს სტეფანე ჭრელაშვილის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი და 1 ჩიხი.
სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ნავთლუღი |
წინა სახელები | კუტილოვის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 208, ISBN 978-99928-20-35-3.