ნავთლუღის ქუჩა
ნავთლუღის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 და 1895 წლების გეგმებზე დატანილია როგორც ვაისენჰოფის ქუჩა (სტანისლავ ვაისენჰოფი იყო ქალაქის გამგეობის კოლეგიის წევრი). თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ნავთლუღის ქუჩა. აქვს 1 ჩიხი.
ნავთლუღის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისანის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ნავთლუღი |
წინა სახელები | ვაისენჰოფის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 129, ISBN 978-99928-20-35-3.