სტეპან სეღბოსი ზატიკიანი (სომხ. Ստեփան Զատիկյան; დ. 20 ივნისი, 1946 — გ. 29 იანვარი, 1979) — საბჭოთა დისიდენტი და სომხური ეროვნული ერთიანი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სტეპან ზატიკიანი

დაიბადა20 ივნისი, 1946
ერევანი
გარდაიცვალა29 იანვარი, 1979 (32 წლის)
ეროვნებასომეხი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ზატიკიანი დაიბადა 1946 წლის 20 ივნისს ერევანში, ხელოსანთა ოჯახში; მისი მშობლები იყვნენ დასავლეთ სომხეთიდან წამოსული ლტოლვილები. დაწყებითი განათლება მიიღო ერევნის მიქაელ ნალბანდიანის სახელობის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1963 წელს ოქროს მედლით. იმავე წელს ჩაირიცხა სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. ზატიკიანის ცხოვრება აღინიშნა 1965 წლის 24 აპრილს ლენინის (ახლანდელი რესპუბლიკის) მოედანზე გამართული მასობრივი დემონსტრაციით; აქციის მონაწილეებმა დაგმეს 1915 წლის სომხების გენოციდი და წამოჭრეს სომხური მიწების დაბრუნების საკითხი. [1] ამ იდეებით გამხნევებული, მეორე დღეს ზატიკიანი წავიდა ქალაქის პანთეონში დიდი სომეხი კომპოზიტორის, კომიტასის საფლავზე ყვავილების მოსაწყობად. ის პოლიციამ საფლავთან დააკავა თხუთმეტი დღის განმავლობაში. იქ შეხვდა ჰაიკაზ ხაჩატრიანს, რომელიც ასევე კომიტასის საფლავთან დააკავეს. [2]

ეროვნული ერთიანი პარტია

რედაქტირება

საბოლოოდ ზატიკიანი და ჰაიკაზ ხაჩატრიანი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ იდეოლოგიურ საფუძველზე ემუშავათ. ცოტა ხნის შემდეგ მათ შეუერთდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, შაჰენ ჰარუთუნიანი (შანტ ჰარუტიუნიანის მამა); სამმა მათგანმა 1966 წლის 24 აპრილს ჩამოაყალიბა ეროვნული ერთიანი პარტია (NUP). ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ხაჩატრიანი და პარტიის მმართველი ორგანო იყო გენერალური საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო ზატიკიანი. NUP-მა შეიმუშავა წესდება და სამოქმედო გეგმა, რომელიც ძირითადად ზატიკიანის მიერაა შექმნილი. [3]

ორგანიზაციის პირველმა წევრებმა პარტიის იდეების ერთგულების ფიცი დადეს ერევანში, სომეხთა გენოციდის მემორიალზე. 1967 წლის აპრილში, გენოციდის ხსენების დღეს, NUP-მა გაავრცელა თავისი პირველი ბროშურა სახელწოდებით Paros (შუქურა), ხოლო იმავე წლის 19-20 ოქტომბერს გაავრცელა ასევე ოთხგვერდიანი გაზეთი Paros შემდეგი სტატიებით: გამოდის ახლები“, „სომეხი ხალხისთვის“, „სომხეთი უღლის ქვეშ“, „სომხური საკითხი“, „საერთაშორისო ვითარება დღეს“, „ფაქტები დაუნდობელია“, „რა არის ერის ენა“, „ორიოდე სიტყვა“. [4] გარდა ამისა, ზატიკიანს ჰქონდა დაწერილი კრიტიკული სტატიები საბჭოთა კავშირში ცხოვრების რეალობის შესახებ, როგორიცაა „საბჭოთა ეკონომიკის არსი“ ან „ფარდის მეორე მხარეს“. სტატიები ეხებოდა სომხეთის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას და რუსეთის მიერ სომხეთის ანექსიას. ზატიკიანმა დაარიგა გაზეთი Paros სომხეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსში. ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სომხურ და საბჭოთა წრეებში მანამდე არსებული ბუკლეტებისა თუ გაზეთებისგან.[5]

ორგანიზაციის სტრუქტურა მოიცავდა ახალგაზრდულ ფილიასაც. NUP-ში მას შანტი (სომხურად ელვა) ერქვა, რომლის სათავეშიც ჩვიდმეტი წლის პარუირ ჰაირიკიანი იდგა. [6] მოგვიანებით ორგანიზაციას შეუერთდნენ ისეთი ცნობილი ფიგურები, როგორებიც არიან: მოვსეს გორგისიანი, აშოტ ნავასარდიანი, სომხეთის პრემიერ მინისტრი ანდრანიკ მარგარიანი, აზატ არშაკიანი და სხვები.

პირველი დაპატიმრება

რედაქტირება

ორგანიზაციის არსებობას ყველასთვის იყო ცნობილი. გაზეთი აიკრძალა და ანტისაბჭოთად გამოაცხადეს. გაზეთის არა მხოლოდ მწერლებს, არამედ მათ მკითხველებსაც დევნიდნენ. ორგანიზაციის წევრებმა გაზეთის მხოლოდ ორი ნომრის გამოცემა მოახერხეს.

ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრება 1968 წლის 9 ივლისს დაიწყო; სტეპან ზატიკიანი იმ დროს უნივერსიტეტში მეხუთე კურსზე იყო. 10 ივლისს დაკითხვისას სტეპან ზატიკიანმა გამომძიებელს აცნობა, რომ შიმშილობა დაიწყო, დაკავების პირობების წინააღმდეგობის გამო. [7]

მას ბრალი წაუყენეს სომხეთის სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 65.1 და 67-ე მუხლებით (ანტისაბჭოთა აგიტაცია, მონაწილეობა ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში), სომხეთის სსრ უზენაესმა სასამართლომ ზატიკიანს 4 წელი მიუსაჯა გამოსასწორებელ სამუშაო კოლონიაში. პატიმრობის პირველი წლები მორდოვიის პოლიტიკურ ბანაკში გაატარა. ზატიკიანმა იქ განაგრძო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. 1970 წლის ივლისის დასაწყისში მან და ოცმა ახალგაზრდა პოლიტპატიმარმა ექვსდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს დარბევის გასაპროტესტებლად. ამ მოქმედებისთვის იგი ვლადიმირის ციხეში გაგზავნეს. [8] 1971 წლის ნოემბერში ზატიკიანმა სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად ვლადიმირის ციხეში შიმშილობა დაიწყო. ისინი აპროტესტებდნენ პოლიტპატიმრების შესახებ ინფორმაციის შეგროვების სუკ-ის პრაქტიკას და მათ კრიმინალიზაციას და შანტაჟს.

გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა ერევნის ელექტრომექანიკურ ქარხანაში ტრანსფორმატორების ამწყობად. ის არ მონაწილეობდა სოციალურ საქმიანობაში, ვინაიდან ემიგრაცია ყველაზე გონივრულ გამოსავლად მიიჩნია თავისთვის და სხვა იმ სომეხთათვის, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს. 1975 წელს ზატიკიანმა უზენაეს საბჭოში გაგზავნა განცხადება, რომელშიც მან უარი თქვა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე და ითხოვა, რომ მიეცეს საშუალება გამგზავრებულიყო ნებისმიერ არასოციალისტურ ქვეყანაში. განცხადებასთან ერთად პასპორტიც გაუგზავნა. ზატიკიანს პასუხი არ მიუღია, პასპორტი კი კგბ-ში გაგზავნეს.

1977 წლის მოსკოვის აფეთქებები

რედაქტირება

1977 წლის 8 იანვარს მოსკოვის მეტროში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და ოცდაშვიდი დაშავდა (მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა მხოლოდ განაჩენის შემდეგ გახდა ცნობილი). [9] აფეთქების მეორე დღეს, პოლიტიკოსმა და აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა გამოთქვა ეჭვი, რომ ინციდენტი შესაძლოა სუკ-ის მიერ იყო ორგანიზებული და დისიდენტური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ გამოყენებული. [10]

1977 წლის 28 ოქტომბერს აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი სტეპან ზატიკიანი, ჰაკობ სტეპანიანი და ზავენ ბაღდასარიანი დააკავეს. აქციის ორგანიზატორად სტეპან ზატიკიანი წარადგინეს. წინასწარი გამოძიება და სასამართლო პროცესი საიდუმლო პირობებში მიმდინარეობდა; განაჩენს ბრალდებულების ახლობლებიც კი არ ესწრებოდნენ. განაჩენის გამოტანის შემდეგ ოჯახთან შეხვედრისას (ერთადერთი შემთხვევა დაკავების მომენტიდან) ზატიკიანის ძმამ ჰკითხა, იყო თუ არა გარეული ამ დანაშაულში. სტეპან ზატიკიანმა უპასუხა:

„․․․ მე არაფერში ვარ დამნაშავე, გარდა იმისა, რომ ჩემი შვილები დაობლდებიან.. [11] მან ასევე დაამატა: ” მთელი 15 თვის განმავლობაში მე მათთვის სიტყვა არ მითქვამს.”

სასიკვდილო განაჩენი გამოცხადდა 1979 წლის 24 იანვარს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ - 30 იანვარს აღესრულა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1974 წელს ზატიკიანი დაქორწინდა პარუირ ჰაირიკიანის დაზე, სონაზე. მათ შეეძინათ ორი შვილი, ქალიშვილი ჰასმიკი და ვაჟი ვრეჟი. ისინი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობენ. მისი ვაჟი ვრეჟ ზატიკიანი ასევე იყო ჩართული სომხეთის პოლიტიკაში. [12]

  1. 1915թ., ապրիլի 24 (2013-04-24). ციტირების თარიღი: 2021-04-23
  2. Դիսիդենտական Հայաստան. Ստեփան Զատիկյան. ციტირების თარიღი: 2021-04-23
  3. Ազգային միացյալ կուսակցության ծրագիրը (1966). Այլախոհությունը Խորհրդային Հայաստանում (2017-10-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-24. ციტირების თარიღი: 2021-04-23
  4. Армянское национальное движение. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-13. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  5. "Փարոս". այլախոհական առաջին թերթը Խորհրդային Հայաստանում en-US. ციტირების თარიღი: 2021-04-24
  6. Хейфец М.Р. - Украинские силуэты (2007-10-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-15. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  7. ԱՄԿ հիմնադիրների ձերբակալությունը եւ դատավարությունը. "Փարոս" թռուցիկը եւ "Փարոս" թերթը hy. ციტირების თარიღი: 2021-04-23"ԱՄԿ հիմնադիրների ձերբակալությունը եւ դատավարությունը. "Փարոս" թռուցիկը եւ "Փարոս" թերթը". Hetq.am (in Armenian). Retrieved 2021-04-23.
  8. The Case of the Explosion on the [Moscow Underground, March 1979 (52.1)] en (2019-06-27). ციტირების თარიღი: 2021-04-24"The Case of the Explosion on the [Moscow] Underground, March 1979 (52.1)". A Chronicle of Current Events. 2019-06-27. Retrieved 2021-04-24.
  9. WWW.SAMARA.RU | Бомба в московском метро (2009-12-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-24. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  10. ДЕЛО О ВЗРЫВЕ В МЕТРО (2009-07-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-30. ციტირების თარიღი: 2021-10-25. ციტირების თარიღი: 2021-04-23"ДЕЛО О ВЗРЫВЕ В МЕТРО" დაარქივებული 2009-07-30 საიტზე Wayback Machine. . 2009-07-30. from the original on 2009-07-30. Retrieved 2021-04-23.
  11. Воспоминания Гл.2-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-25. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  12. Ուզում եմ կերտել մի երկիր, որտեղ հայ մարդը հպարտ կապրի – Վրեժ Զատիկյան (2014-05-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-24. ციტირების თარიღი: 2021-04-24