ლეონიდ სტადნიკი

(გადამისამართდა გვერდიდან სტადნიკი, ლეონიდ)

ლეონიდ სტადნიკი (უკრ. Леонід Іванович Стадник; დ. 5 აგვისტო, 1970, პოდოლიანცი — გ. 24 აგვისტო, 2014, პოდოლიანცი) — უკრაინელი გიგანტი. მისი სიმაღლე აღწევდა 257 სმ-ს, ხოლო წონა 200 კგ-ს. 2003 წლამდე მუშაობდა ვეტ-ექიმად უკრაინის ერთ-ერთ სოფელში. ცხოვრობდა დედამისთან ერთად სოფელ პოდოლიანცში. სტადნიკი პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო, მან არაერთი ოპერაცია გადაიტანა თავის ტვინზე.

ლეონიდ სტადნიკი

ლეონიდ სტადნიკი
მშობლიური სახელი Леонід Іванович Стадник
დაბადების სახელი ლეონიდ სტადნიკი
დაბადების თარიღი 5 აგვისტო 1970
პოდოლიანცი, ჟიტომირის ოლქი
გარდაცვალების თარიღი 24 აგვისტო 2014
პოდოლიანცი, ჟიტომირის ოლქი
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა
პროფესია ყოფილი ვეტერინარი
მშობლები დედა: გალინა სტადნიკი

12 წლის ასაკში სტადნიკმა თავის ტვინზე ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგ განუვითარდა ჰიპოფიზი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია აკრომეგალია. სტადნიკი დიდი ხნის განმავლობაში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნს უარს ეუბნებოდა სიმაღლეში გაზომვაზე, თუმცა 2007 წელს იგი დათანხმდა გამომცემლობას და სიმაღლეში გაიზომა. აღმოჩნდა, რომ ლეონიდ სტადნიკი 2007 წლისათვის პლანეტის ყველაზე მაღალი ადამიანია. მანამდე ეს ტიტული მონღოლ გიგანტს ბაო სიშუნს ეკუთვნოდა. 2008 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ყველაზე მაღალი ადამიანის ტიტული დაუბრუნა ბაო სიშუნს, რამეთუ სტადნიკმა უარი განაცხადა სიმაღლეში ხელახლა გაზომვაზე.

სტადნიკი აგრძელებდა სიმაღლეში მომატებას. უკანასკნელ წლებში გაიზარდა 2 სანტიმეტრით. მეტად უჭირდა გადაადგილება. უკრაინელმა ბიზნესმენებმა ლეონიდ სტადნიკს აჩუქეს სატელიტური ანტენა და კომპიუტერი. აღსანიშნავია, რომ სტადნიკი რამდენიმე წლის წინ უკრაინის იმდროინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა. 2008 წლის აპრილში იუშჩენკომ მას გადასცა ავტომობილი Chevrolet.

სტადნიკი გარდაიცვალა 44 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლის ჩაქცევა გახდა. ბოლო წლებში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, უარს ამბობდა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე და როგორც ამბობდა ყველაზე მეტად სურდა ეცხოვრა „როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს“. ლეონიდ სტადნიკი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება