სსრ კავშირის უმაღლესი საბჭო

(გადამისამართდა გვერდიდან სსრკ-ის უმაღლესი საბჭო)

სსრ კავშირის უმაღლესი (უზენაესი) საბჭო (რუს. Верховный Совет СССР) — სსრ კავშირიის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო 1938-1991 წლებში. აღნიშნული ორგანო შეიქმნა მას შემდეგ, რაც გაუქმდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (სსრკ-ის ცაკი). უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, ცაკის წევრებისაგან განსხვავებით უმაღლესი საბჭოს ერთპარტიულ არჩევნებზე მოსახლეობა „ირჩევდა“.

სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პირველი სესია, pdf

სტრუქტურა

რედაქტირება

უმაღლესი საბჭო შედგებოდა 2 პალატისაგან — კავშირის საბჭოსა და ეროვნებათა საბჭოსაგან, რომლებშიც დეპუტატთა რიცხოვნობა თანაბარი იყო. კავშირის საბჭოს ირჩევდნენ საარჩევნო ოლქების მიხედვით, სადაც მოსახლეობის ოდენობა თანაბარი იყო. ეროვნებათა საბჭოში კი, რომელიც სსრკ-ის ხალხთა ეროვნულ თავისებურებებთან დაკავშირებულ სპეციფიურ ინტერესებს ასახავდა, თითოეული მოკავშირე, ავტონომიური რესპუბლიკებიდან, ავტონომიური ოლქისა და ავტონომიური ოკრუგისაგან შესაბამისად 32, 11, 5 და 1 დეპუტატს ირჩევდნენ. თითოეული პალატა ირჩევდა თავმჯდომარეს და მის 4 მოადგილეს. პალატების გაერთიანებულ სხდომებს თავმჯდომარეები რიგრიგობით უძღვებოდნენ. უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება 5 წელი იყო. მისი მუდმივმოქმედი ორგანო იყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. პალატები დეპუტატებისაგან ირჩევდნენ დამხამრე ორგანოებს — მუდმივ კომისიებს. უმაღლესი საბჭო საჭიროების შემთხვევაში ქმნიდა საგამოძიებო, სარევიზიო და სხვა კომისიებს.

უმაღლესი საბჭოს სესიებს იწვევდნენ წელიწადში ორჯერ, და შედგეობოდა პალატების ცალ-ცალკე და გაერიანებული სხდომებისა და მათ შუა პერიოდში ჩატარებული პალატების მუდმივი კომისიების ან უმაღლესი საბჭოს კომისიების სხდომებისაგან. კავშირის სააბჭოსა და ეროვნებათა საბჭოს შორის უთანხმოებისას საკითხი გადასაწყვეტად გადაეცემოდა პალატების მიერ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ შემთანხმებელ კომისიას, რის შემდეგაც მას პალატები კვლავ განიხილავდნენ გაერთიანებულ სხდომაზე. თუ მაინც ვერ შეთანხმდებოდნენ, საკითხს გაიტანდნენ უმაღლესი საბჭოს შემდეგ სესიაზე ან უმაღლესი საბჭო მას რეფერენდუმისთვის გადასცემდა.

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებად ირჩევნდენ სსრკ-ის მოქალაქეებს 21 წლის ასაკიდან. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა ყველა ის საკითხი, რომლებიც საკავშირო კონსტიტუციით სსრკ-ის გამგებლობას განეკუთვნებოდა. იგი ღებულობდა გადაწყვეტილებებს სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სოციალისტური მშენებლობის უმნიშვნელოვანე საკითხებზე, განსაზღვრავდა საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. უმაღლესი საბჭოს ჰქონდა კონსტიტუციის მიღებისა და მასში ცვლილების განხორციელების კომპეტენცია, სსრ კავშირის შემადგენლობაში ახალი რესპუბლიკების მიღება და ავტონომიური ერთეულების შექმნის დამტკიცება, ასევე საკავშირო, ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცება, მის წინაშე ანგარიშვალდებული სსრკ-ის ორგანოების შექმნა. სსრკ-ის კანონები მიიღებოდა უმაღლესი საბჭოს მიერ ან მისი გადაწყვეტილებით მოწყობილი რეფერენდუმით. საკავშირო კანონები, უმაღლესი საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები ქვეყნდებოდა მოკავშირე რესპუბლიკების ენებზე. უმაღლესი საბჭო სათავეში ედგა სახალხო დეპუტატთა საბჭოების, სახელმწიფო ორგანოთა მთელ სისტემას. იგი ქმნიდა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს, ირჩევდა სსრკ-ის უმაღლეს სასამართლოს, ნიშნავდა სსრკ-ის გენერალურ პროკურორს. უმაღლესი საბჭო კონტროლს უწევდა მის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას, ქმნიდა სსრკ-ის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატისათვის უზრუნველყოფილი იყო სსრკ-ის კოსტიტუციით, დეპუტატთა სტატუსის შესახებ კანონით და სსრკ სხვა საკანონმდებლო აქტებით დაწესებული უფლება-მოვალეობათა დაუბრკოლებელი და ეფექტიანი განხორციელების პირობები.

უმაღლეს საბჭოსა და მისი ორგანოების საქმიანობის წესს განსაზვრავდა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი და სსრკ-ის სხვა კანონები, რომლებიც საკავშირო კონსტიტუციის საფუძელზე გამოიცემოდა.

1938 წლის 12-19 იანვარს გაიმართა სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია[1].

არჩევნები და მოწვევები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება