სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს უწყებები
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს უწყებები (რუს. Ведомости Верховного Совета СССР) — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური (ყოველკვირეული) გამოცემა. გამოდიოდა მოსკოვში 1938-1991 წლებში. ჯერ გამოდიოდა გაზეთის სახით, 1854 წლიდან კი — როგორც ბიულეტენი (მოკავშირე რესპუბლიკების ენებზე). უწყებებში ქვეყნდებოდა სსრკ-ის კანონები, სსრკ უმაღლესი საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის დადგენილებები, სსრკ-ის მიერ უცხო სახელმწიფოებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, კონვენციები და შეთანხმებები, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებები სსრკ ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ, მასალები სსრკ უმაღლესი საბჭოსა და მისი პალატების, მუდმივი კომისიებისა და პრეზიდიუმის მუშაობის, მოკავშირე რესპუბლიკების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში ცვლილებების შესახებ და სხვა. ანალოგიურ უწყებებს გამოსცემდნენ მოკავშირე რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 541.