ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი
მრავალმნიშვნელოვანი
ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, ცაკი (რუს. Центральный исполнительный комитет, ЦИК) — სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო საბჭოთა რუსეთსა და სსრკ-ში 1917-1938 წლებში. ასრულებდა საკანონმდებლო, განმკარგულებელ, აღმასრულებელ და საკონტროლო ფუნქციებს, მოქმედებდა საბჭოების ყრილობათა შუა პერიოდში. მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკის ცაკებს ირჩევდნენ შესაბამისი შესაბამისი რესპუბლიკების საბჭოების ყრილობებზე. ცაკი აძლევდა საერთო მიმართულებას მთავრობისა და საბჭოთა ხელისუფლების ყველა ორგანოს საქმიანობას, მეთვალყურეობდა კონსტიტუციის დაცვას, ქმნიდა მთავრობას, გამოსცემდა დეკრეტებს და სხვა.
- სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (სსრკ ცაკი) — კავშირის საბჭოსა და ეროვნებათა საბჭოსაგან შედგებოდა.
- სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი
- სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (საქ. ცაკი)
- აფხაზეთის ასს რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი — ბოლო, VII მოწვევის VI სესია ცაკის პრეზიდიუმმა მოიწვია 1938 წლის 28 თებერვალს[1].
- აჭარის ასს რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი
- სამხრეთ-ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი — 1938 წლის 4-5 აგვისტოს ჩატარდა ცაკის VII სესია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 197.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №45 (143), 24 თებერვალი, 1938