სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელ კომიტეტი

სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელ კომიტეტი (საქ. ცაკი) — საქართველოს სსრ უმაღლესი საკანონმდებლო, განმკარგულებელი და მაკონტროლებელი ორგანო რესპუბლიკის საბჭოების ყრილობათა შუა პერიოდში. ცაკს სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობა ირჩევდა. იგი თავისი საქმიანობის ანგარიშს უდგენდა ყრილობასს და მის წინაშე იყო პასუხისმგებელი. ცაკი სასესიო წესით მუშაობდა (სესიათა შუა პერიოდში ცაკის პრეზიდიუმი მოქმედებდა). საქართველოს ცაკის უფლებამოსილება განსაზღვრული იყო ჯერ რესპუბლიკის 1922 და შემდეგ 1927 კონსტიტუციით. მის კომპეტენციაში შედიოდა რესპუბლიკის სახკომსაბჭოსა და სახალხო კომისარიატების შექმნა, საშინაო პოლიტიკის საერთო ხელმძღვანელობა, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება, კოდექსების, დეკრეტებისა და დადგენილებების გამოცემა. კონსტიტუციის დაცვის მეთვალყურეობა და სხვა. საქართველოს ცაკი 1922—1938 წლებში არსებობდა. იგი პირველად 1922 წლის 3 მარტს აირჩიეს. საქართველოს სსრ 1937 კონსტიტუციის ძალით უზენაესი სახელმწიფო ხელისუფლება გადაეცა რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მის პრეზიდიუმს, რომელთა ფორმირება 1938 წლის ივნის-ივლისში დასრულდა.

ლიტერატურა რედაქტირება