სრედნა-გორა, ანტიბალკანები (ბულგ. Средна гора) — ქედი ცენტრალურ ბულგარეთში, იმიერბალკანების ქვაბულებსა და ზემო თრაკიის დაბლობს შორის. გადაჭიმულია 285 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 50 კმ. უმაღლესი წერტილია გოლიამ-ბოგდანი (1604 მ). ქედი იყოფა სამ: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილად. აგებულია კრისტალური ქანებით, ქვიშაქვებით და კირქვებით. აქვს ბრტყელი მწვერვალები. სამხრეთი კალთები შედარებით დამრეცია, ჩრდილოეთი კალთები ციცაბო. არის სპილენძის მადანი, მინერალური წყლები, კურორტები. ბალნეოლოგიური კურორტებიდან აღსანიშნავია: ჰისარია, პაველ-ბანია, სტარა-ზაგორა. კალთები შემოსილია მუხნარითა და წიფლნარით.

სრედნა-გორა
მწვერვალი გოლიამ-ბოგდანი
მწვერვალი გოლიამ-ბოგდანი
კოორდინატები: 42°30′ ჩ. გ. 25°00′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 25.000° ა. გ. / 42.500; 25.000
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
უმაღლესი წერტილი გოლიამ-ბოგდანი
სიმაღლე 1604 
სიგრძე 285 კმ
სიგანე 50 კმ
სრედნა-გორა — ბულგარეთი
სრედნა-გორა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება