სპრინგ ბაინტონი
სპრინგ დელ ბაინტონი (დ. 17 ოქტომბერი, 1886 — გ. 7 სექტემბერი, 1971) — ამერიკელი მსახიობი. [1] რადიოსა და ტელევიზიაში 7 წლის განმავლობაში იყო სიტკომის, დეკემბრის პატარძლის ვარსკვლავი. კონტრაქტი დადებული ჰქონდა Metro-Goldwyn-Mayer-თან, ფილმებში 1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე მონაწილეობდა. ბაინტონმა მიიღო ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალისთვის პენელოპა სიკამორის როლისთვის ფილმში თან წაღება არ შეიძლება (1938).
სპრინგ ბაინტონი | |
---|---|
დაბადების სახელი | სპრინგ დელ ბაინტონი |
დაბადების თარიღი |
17 ოქტომბერი, 1886 კოლორადო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
7 სექტემბერი, 1971 (84 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1904-1968 |
მეუღლე(ები) | როი ჩენდლერი (1909-1920) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბაინტონი დაიბადა კოლორადოს სპრინგსში, კოლორადოში. იყო ედვინ ლი ბინგტონის, კოლორადოს სკოლის აღმზრდელისა და ზედამხედველის და მისი მეუღლის ჰელენ მაუდ (კლეგჰორნ) ბაინტონის ქალიშვილი. ჰყავდა უმცროსი და, ჰელენ კიმბალ ბაინტონი. როდესაც მათი მამა 1891 წელს გარდაიცვალა, დედამისმა უმცროსი ქალიშვილი ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნა ონტარიოში, ხოლო სპრინგი დენვერში ახლობლებთან ერთად დარჩა. ჰელენ მოდ ბაინტონი მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ბოსტონში და ჩაირიცხა ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში, რომელიც 1896 წელს დაამთავრა. შემდეგ ის დაბრუნდა დენვერში და მუშაობა თავის თანაკლასელთან, დოქტორ მერი ფორდთან ერთად დაიწყო.
ბაინტონი პერიოდულად გამოდიოდა სამოყვარულო შოუებში. 1904 წელს დაამთავრა ჩრდილოეთის საშუალო სკოლა. მოგვიანებით გახდა პროფესიონალი მსახიობი Elitch Garden Stock Company-ში. მას შემდეგ რაც მათი დედა გარდაიცვალა 1907 წელს, ბაინტონი და ჰელენი ლეგალურად იშვილა დეიდამ მარგარეტ ედიმ. ბაინტონმა 1949 წლის ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთხელ გაზეთის რეპორტიორობაც სცადა. თუმცა, რადგან ის უკვე სრულწლოვანი იყო, გადაწყვიტა სამსახიობო კარიერა ნიუ-იორკში დაეწყო და თქვა, რომ სიამოვნებდა ის, რასაც აკეთებდა. „სხვა ვერაფერს გავაკეთებ კარგად“ - თქვა სპრინგ ბაიტონმა ამავე ინტერვიუში. [2]
კარიერა
რედაქტირებაფილმები, რადიო და ტელევიზია
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს ბაინტონი მუშაობდა რადიოში, სადაც დარჩენა გადაწყვიტა კინოროლების სიმცირის გამო. 1952 წელს იგი შეუერთდა CBS-ს რადიოს და დაიწყო დაქვრივებული ლილი რასკინის მთავარი როლის თამაში, სიტკომში დეკემბრის პატარძალი. 1954 წელს სატელევიზიო კომპანია Desilu Productions-მა გამოუშვა შოუს საპილოტე ვერსია, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ბაინტონი. ეს ვერსია წარმატებული აღმოჩნდა და შემდეგ სიტკომის ორი სეზონი გამოუშვეს. დეკემბრის პატარძალი 1959 წლამდე გაგრძელდა და სულ 111 ეპიზოდს მოიცავდა.
1960 წელს ტაბ ჰანტერთან ერთად გადაიღეს ტაბ ჰანტერის შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში. ასევე გამოჩნდა CBS-ს სიტკომში, Dennis the Menace.
1961 წლიდან 1963 წლამდე ბაინტონს ჰქონდა გონიერი დიასახლისის, დეიზი კუპერის როლი NBC-ს სერიალში Laramie, რომელშიც მთავარ როლებს ჯონ სმიტი და რობერტ ფულერი ასრულებდნენ. Laramie-ში მან განასახიერა ობოლი მაიკ უილიამსის სუროგატი ბებია, ხოლო ბავშვის როლს თამაშობდა დენის ჰოლმსი.
მოგვიანებით ქალბატონი ჯოლი ითამაშა დენის უივერის NBC-ის კომედიურ-დრამაში Kentucky Jones, ხოლო მდიდარი ჯ. პაულინ სპაგეტის როლი ითამაშა ბეტმენის ერთ-ერთი ეპიზოდში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაბაინტონს ესპანურად საუბარი შეეძლო, რომელიც მან ბუენოს აირესში მეუღლესთან ერთად გატარებული დროის განმავლობაში ისწავლა; ხოლო ბოლო წლებში მან შეისწავლა ბრაზილიური პორტუგალიური. 1958 წლის ივლისში მან რეპორტიორ ჰეზელ ჯონსონს უთხრა, რომ მას ერთი თვის წინ ბრაზილიაში ყავის პატარა პლანტაცია შეეძინა და პორტუგალიურს სწავლობდა.
ბაინტონი გატაცებული იყო მეტაფიზიკითა და სამეცნიერო ფანტასტიკის რომანებით, მათ შორის ჯორჯ ორუელის ანტი-უტოპიური წიგნით, 1984.
ქორწინება და ნიშნობა
რედაქტირება1909 წელს სპრინგ ბაინტონი დაქორწინდა როი ჩენდლერზე, თეატრალური ჯგუფის მენეჯერზე, რომელთანაც მუშაობდა ბუენოს-აირესში. ისინი იქ დარჩნენ 1916 წლამდე, სანამ სპრინგი ნიუ-იორკში დაბრუნდებოდა და თავიანთ პირველ ქალიშვილს, ფილის ჰელენს გააჩენდა. წყვილის მეორე ქალიშვილი, ლოის ირენი, 1917 წელს დაიბადა. ისინი დაახლოებით 1920 წელს დაშორდნენ. 1930-იანი წლების შუა ხანებამდე მან თავისი დროის უმეტესი ნაწილი კარიერის განვითარებას დაუთმო. [3]
1930-იანი წლების ბოლოს ბაინტონი დაინიშნა არგენტინელ ინდუსტრიალზე, რომელიც ნიშნობიდან ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვალება
რედაქტირება1971 წლის 7 სექტემბერს ბაინტონი საკუთარ სახლში, ჰოლივუდ ჰილზში კიბოთი გარდაიცვალა. [3] [4] პირადი თხოვნით, მისი სხეული სამედიცინო კვლევებისთვის გამოიყენეს.
კინოსა და სატელევიზიო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ბაინტონს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ორი ვარსკვლავი გაუხსნეს. [5] [3]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Brooks, Tim and Earle Marsh. The Complete Directory to Prime Time Network and Cable TV Shows, 1946–Present. New York: Ballantine Books, Ninth edition 2007, First edition 1979. ISBN 978-0-345-49773-4.
- Tucker, David C. Verna Felton. Duncan, Oklahoma: BearManor Media, 2010. ISBN 978-1-59393-524-5.
- Tucker, David C. The Women Who Made Television Funny: Ten Stars of 1950s Sitcoms. Jefferson, North Carolina: McFarland & Company, Inc. 2007. ISBN 978-0-7864-2900-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სპრინგ ბაინტონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- სპრინგ ბაინტონი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- სპრინგ ბაინტონი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- სპრინგ ბაინტონი — AllMovie
- სპრინგ ბაინტონი. Find a Grave-ზე.
- ქალები, რომლებმაც ტელევიზია სასაცილო გახადეს: 1950-იანი წლების სიტკომების ათი ვარსკვლავი
- ახალგაზრდა სპრინგ ბაიტონი, 1915 წლის პასპორტის ფოტო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Obituary Variety, September 8, 1971.
- ↑ Heyn, Howard C. (1949). "Motherly Spring Byington Says She Is Actress Solely Because She Likes It", St. Petersburg Times, July 24, 1949; retrieved July 16, 2013.
- ↑ 3.0 3.1 3.2 "Hollywood Star Walk: Spring Byington." Los Angeles Times, September 8, 1971. Retrieved: June 11, 2012.
- ↑ „Actress Spring Byington Dies“. The Age. 1971-09-09. p. 6. ციტირების თარიღი: 26 November 2012.
- ↑ Hollywood Walk of Fame - Spring Byington. Hollywood Chamber of Commerce. ციტირების თარიღი: December 28, 2017