სპირიდონ ჯავახიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სპირიდონ ჯავახიშვილი (დ. 1768 წელს — გ. 25 ივლისი, 1815, რესპუბლიკა ვაიმარი, გერმანია) — სამხედრო პირი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სპირიდონ ჯავახიშვილი დაიბადა 1768 წელს. 1812 წლის სამამულო ომის დაწყებისას პავლოგრადის ჰუსართა პოლკს მეთაურობდა. თავი ისახელა 1812 წლის 31 ივლისის გოროდეჩნის ბრძოლაში, რისთვისაც გადაეცა ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისათვის". 1812 წელს 8 ოქტომბერს მონაწილეობდა ნაპოლეონის არმიის ლიტვის კორპუსის განადგურებაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 14-17 ნოემბერს გამართულ ბრძოლებში, რომელთა მიზანი იყო ნაპოლეონის არმიის განადგურება, ვიდრე იგი ბერეზინას გადალახავდა. ჯავახიშვილი მონაწილეობდა 1813-1814 წლის რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობებში. იგი 1813 გახდა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება