სიმონ კინწურაშვილი
სიმონ კინწურაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1924 ქუთაისი — გ.1993, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი და ხელოვნებათმცოდნე.
ბიოგრაფია
სიმონ კინწურაშვილმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი-ს სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1951-1953 წლებში მუშაობდა "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორად, 1953-1962 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიი-ს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1962-1980 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირი-ს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1970 წლიდან გარდაცვალბამდე - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი-ს არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურული პროექტების კათედრის დოცენტი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგედ; ავტორია გეგმარებითი პროექტების, გამოფენებისა და სხვა.
მას მიღებული აქვს "საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის" ჯილდო, და "საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო პრემია" (1980) მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.[1][2]
ლიტერატურა
- სიმონ კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), ვახტანგ დოლიძე, უშანგი სიდამონიძე, გიორგი ცქიტიშვილი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5., საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 1990. [3] [1]
- ჯ. გვასალია, ს. კინწურაშვილი, უ. სიდამონიძე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 1990
- თეიმურაზ კანდელაკი, სიმონ კინწურაშვილი, საქართველოს კურორტების მომავალი, საბჭოთა ხელოვნება, გაზეთი. 1, თბილისი, 1967.[4]
- მერი კარბელაშვილი, სიმონ კინწურაშვილი, ნოდარ ჯანბერიძე, თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბილისი, 1958.
- Nodar Dzhanberidze, Meri Karbelashvili, Simon Kintsurashvili, Arkhitektura Tbilisi: Putevoditel, [5]
- ლონგინოზ სუმბაძე, სიმონ კინწურაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9. თბილისი,1985.[6]
ჯილდოები და პრემიები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, 1980.[7]
- საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი.
- ↑ (2021) საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2.. მწიგნობარი, გვ. 157.
- ↑ რედკოლეგია: სიმონ კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), ვახტანგ დოლიძე, უშანგი სიდამონიძე, გიორგი ცქიტიშვილი (1990). საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბილისი.
- ↑ კანდელაკი, თეიმურაზ; კინწურაშვილი, სიმონ (1967). ქართული კურორტების მომავალი. საბჭოთა ხელოვნება.
- ↑ Dzhanberidze, Nodar; Karbelashvili, Meri; Kintsurashvili, Simon (1961). Arkhitektura Tbilisi: Putevoditel. Tbilisi: Sabchota Sakartvelo. ISBN 1098194 Invalid ISBN.
- ↑ სუმბაძე, ლონგინოზ; კინწურაშვილი (1985). ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.9..
- ↑ საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები.