Kidz — ჯგუფ Take That-ის მეორე სინგლი 2010 წლის სტუდიური ალბომიდან Progress. იგი ჩაიწერა 2010 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფში დაბრუნდა ყოფილი წევრი რობი უილიამსი. ვოკალს ასრულებენ რობი უილიამსი და მარკ ოუენი.

„Kidz“
სინგლიTake That
ალბომიდან Progress
B-მხარე Rocket Ship
გამოსვლის თარიღი 28 თებერვალი 2011
ჩაიწერა Sarm West Studios
Electric Lady Studios
(ნიუ იორკი)
ები-როუდის სტუდია
ჟანრი პოპ-როკი, ელექტრო
ხანგრძლივობა 4:42
ხმისჩამწერი ლეიბლი Polydor
ავტორ(ებ)ი Take That
პროდიუსერი სტიუარტ პრაისი
Take That — სინგლების ქრონოლოგია
„The Flood“
(2010)
Kidz
(2011)
„Happy Now“
(2011)

ჯგუფის შოუს The X Factor ბრიტანული სერიის ფინალში გამოსვლისას ცნობილი გახდა, რომ Kidz გამოვიდოდა ალბომის შემდეგი სინგლის სახით.[1] თუმცა, სიმღერა ამ შოუზე არ შესრულებულა, ვინაიდან ჯგუფის დამხმარე მოცეკვავე კოლექტივს შეექმნა კოსტუმების პრობლემა.[2]

პირველად რადიოეთერში Kidz გაიჟღერებს 2011 წლის 17 იანვარს.[3] სინგლის პრომოკამპანიის ფარგლებში სიმღერა შესრულებული იქნება Brit Awards-ის 2011 წლის დაჯილდოებაზე.[4]

შეფასება რედაქტირება

ჟურნალმა Q Magazine სიმღერას თავის მიმოხილვებში უწოდებს სტუდიური ალბომის პიკს. მისი აზრით, Kidz არის შესანიშნავი მომავალი დისკო-ტიტანი.[5] Entertainment.ie ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ ეს არის განსაკუთრებული სიმღერა, სადაც ჟღერს რითმული დასარტყმელი საკრავები, უხეში სინთეზატორი და რეზონატორის ელფერის ფორტეპიანო[6]

სიმღერები რედაქტირება

  • ციფრული ვერსია
  1. Kidz - 4:44
  2. Rocket Ship - 4:58
  3. Kidz (Revenge Of The Kidz რემიქსი) - 6:12
  • ბრიტანული სინგლი, კომპაქტ დისკი
  1. Kidz – 4:44
  2. Rocket Ship – 4:58
  • პრომო დისკი[7]
  1. Kidz (რადიოს ვერსია) – 3:48
  2. Kidz (ინსტრუმენტული) – 4:45
  • iTunes სპეციალური ვერსია[8]
  1. Kidz (საკონცერტო ჩანაწერი, O2, ლონდონი) – 4:25

სქოლიო რედაქტირება