America (Simon & Garfunkel-ის სიმღერა)

Simon & Garfunkel-ის სიმღერა

America“ — ამერიკული დუეტ Simon & Garfunkel-ის სიმღერა ალბომიდან Bookends. იგი გამოვიდა 1972 წელს, თუმცა თავად ალბომი 1968 წელს გამოიცა. სინგლი გამოვიდა კომპილაციის Simon & Garfunkel's Greatest Hits პრომო კამპანიის ფარგლებში. სიმღერა არის ორ ახალგაზრდა შეყვარებულზე, რომლებიც ამერიკაში მოგზაურობენ. საიმონს იგი შთააგონა 1964 წლის მოგზაურობამ შეყვარებულ კეითი ჩიტისთან.

„America“
სინგლიSimon & Garfunkel
ალბომიდან Bookends
B-მხარე „For Emily, Whenever I May Find Her“
გამოსვლის თარიღი ნოემბერი 1972
ჩაიწერა 1 თებერვალი, 1968
Columbia Studio A
(ნიუ-იორკი)[1]
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:34
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი
Simon & Garfunkel — სინგლების ქრონოლოგია
„For Emily, Whenever I May Find Her“
(1972)
America
(1972)
„My Little Town“
(1975)

ჯგუფმა Yes ჩაწერა სიმღერის საკუთარი ვერსია, რომელსაც კონცერტებზეც ასრულებდა. ვერსია პირველად გამოვიდა სემპლერზე The New Age of Atlantic და მოგვიანებით — Yes-ის კომპილაციებზე Yesterdays, In a Word: Yes (1969–) და ალბომის Fragile 2003 წლის გამოცემაში. სინგლის სახით გამოცემის შემდეგ იგი მოხვდა ჩარტის #46 პოზიციაზე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Fornatale 2007, p. 80.