ჰადიმ სინან-ფაშა (თურქ. Hadım Sinan Paşa; დ. ? — გ. 22 იანვარი, 1517) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1516–1517 წლებში.

ჰადიმ სინან-ფაშა
Hadım Sinan Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 26 აპრილი, 1516
მმართ. დასასრული: 22 იანვარი, 1517
წინამორბედი: ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: დევშირმე იუნუს-ფაშა
სულთანი: სელიმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ბოროვინიჩი, ოსმალეთის ბოსნია
გარდ. თარიღი: 22 იანვარი, 1517
გარდ. ადგილი: რიდანია, ეგვიპტე
რელიგია: სუნიტური, ისლამი
ბრძოლები/ომები: ჩალდირანის ბრძოლა
მარჯ-დაბიქის ბრძოლა
იაუნის-ხანის ბრძოლა
რიდანიის ბრძოლა

წარმოშობა რედაქტირება

სინან-ფაშა იყო ქრისტიანი მონა, საჭურისი, ბოსნიის სანჯაკიდან - ბოროვინიჩების კეთილშობილი ოჯახიდან სოფელ ბოროვინიჩიდან. სხვა წყარო კი გვამცნობს, რომ ის იყო დევშირმი მონა ალბანეთის სანჯაკიდან.

კარიერა რედაქტირება

1514 წელს, იგი გახდა ანატოლიის გუბერნატორი. ჩალდირანის ბრძოლაში, სეფიანთა ირანის წინააღმდეგ, ის იყო პასუხისმგებელი მარჯვენა ფლანგიდან. ბრძოლის შემდეგ, ჰადიმ სინანი-ფაშა დაინიშნა რუმელიის გუბერნატორად, ეს თანამდებობაკი უფრო პრესტიჟული იყო, ვიდრე წინანდელი. მისი შემდგომი მისია იყო დულქადირიდსის დაპყრობა სამხრეთ თურქეთში. მან ეს მიზანი წარმატებულად შეასრულა და სულთანმა სელიმ I-მა 1516 წლის 25 აპრილს სინანი დიდ ვეზირად დანიშნა.

იგი სელიმის ფავორიტი ვეზირი იყო დიდ ვეზირებს შორის. სინან-ფაშა აქტიურად იყო ჩართული სირიისა და ეგვიპტის დაპყრობაში. 1516 წლის 28 ოქტომბერს, მან დაამარცხა ეგვიპტის მამელუქის არმია იუნის-ხანში, ღაზასთან ახლოს, პალესტინაში. მომავალ წელს, მან იბრძოლა რიდანიის ბრძოლაში (ეგვიპტე) 1517 წლის 22 იანვარს. ოსმალური ტრადიციის თანახმად, სულთანი თითქმის ყოველთვის ცენტრალურ შტაბში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რიდანიის ბრძოლა იყო გამონაკლისი: სელიმმა გადაწყვიტა, რომ ცენტრალურ შტაბში სინანი დაენიშნა, რათა ალყაში მოექცია მამლუქების არმია. ფლოტი წარმატებული იყო და მამლუქები დამარცხდნენ. თუმცა, ვიდრე ბრძოლა დამთავრდებოდა, მამლუქების კავალერიამ დაარბია ოსმალეთის შტაბი და მოკლა სინანი. ბრძოლის შემდეგ, სულთანმა სელიმ I-მა სინანულით აღნიშნა: მართალია, „ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა, მაგრამ დავკარგეთ სინანი“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Alper, Ömer Mahir, "Sinan Paşa (Hadım)", (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.544 ISBN:975-08-0072-9
  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Turan, Şeraffedin, "Hadım Sinan Paşa", (1988) Türkiye Diyanet Vakfi İslam Ansiklopedisi, İstanbul, Cilt 15 s.7-8