ჭილი (ლათ. Juncus) — მცენარეთა გვარი ჭილისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახებია.

ჭილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ჭილისებრნი
გვარი:  ჭილი
ლათინური სახელი
Juncus

250-ზე მეტი სახეობა უმეტესად გავრცელებულია ზომიერად თბილ და ცივ ქვეყნებში, ზოგი სუბტროპიკებისა და ტროპიკების მთიან რაიონებში. საქართველოში გავრცელებულია ჭილის 16 სახეობა.

უმთავრესად იზრდება ჭაობებში და ტენიან ადგილებზე. ჩვენში შედარებით ფართოდ არის გავრცელებული J. effusus, J. articulatus და J. bufonius. ქიმიური შემადგენლობით უახლოვდება მარცვლოვნებს. საქონელი ცუდად ძოვს, მაგრამ თივაში შერეულს კარგად ჭამს. იყენებენ ჭილობებისა და ჩანთების მოსაწნავად.

ლიტერატურა რედაქტირება