ჭიაური (მთა)

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიაური (მრავალმნიშვნელოვანი).

ჭიაურიმთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის ქედის ჭიაურის შტოქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2018 მ. აგებულია ზედაცარცული ქვიშაქვებითა და კირქვებით. აქვს გუმბათის მოყვანილობა, დამრეცი კალთები. წვერი შემოსილია მეორეული სუბალპური ბალახეულით, კალთები — შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.

ჭიაური
ჭიაურის ხედი თიანეთიდან
ჭიაურის ხედი თიანეთიდან
კოორდინატები: 42°10′50″ ჩ. გ. 45°01′13″ ა. გ. / 42.18056° ჩ. გ. 45.02028° ა. გ. / 42.18056; 45.02028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თიანეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2018 
ქედი კახეთის ქედი
ამგებელი ქანები ქვიშაქვა და კირქვა
ჭიაური (მთა) — საქართველო
ჭიაური (მთა)
ჭიაური (მთა) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჭიაური (მთა)
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება