ფლორესის დეპარტამენტი

ფლორესის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Flores) — დეპარტამენტი ურუგვაიში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ტრინიდადი. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება რივერის დეპარტამენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ფლორიდის დეპარტამენტი, დასავლეთით კი სორიანოს დეპარტამენტი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა 25 050 ადამიანს შეადგენდა; დაფიქსირდა სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ურუგვაის მასშტაბით.[2]

დეპარტამენტი
ფლორესის დეპარტამენტი
Departamento de Flores
დროშა გერბი

ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
ადმ. ცენტრი ტრინიდადი (ურუგვაი)
შიდა დაყოფა Municipality of Ismael Cortinas
კოორდინატები 34°00′00″ ს. გ. 57°00′00″ დ. გ. / 34.00000° ს. გ. 57.00000° დ. გ. / -34.00000; -57.00000
დაარსდა 30 დეკემბერი, 1885[1]
ფართობი 5 144 კმ²
მოსახლეობა 25 050 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 4,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
ოფიციალური საიტი imflores.gub.uy

ისტორია რედაქტირება

შეიქმნა 1885 წელს, მაქსიმო სანტოსის პრეზიდენტობის დროს, როდესაც გამოეყო ხოსეს პროვინციას. სახელი ეწოდა კოლორადოს პარტიის ყოფილი ლიდერის ვენანსიო ფლოერსის პატივსაცემად, რომელიც ტრინიდადში იყო დაბადებული.

დეპარტამენტის ტერიტორიაზე პრეისტორიული კლდის მხატვრობის ბევრი ძეგლია შემორჩენილი.

ეკონომიკა რედაქტირება

გარდა ქალაქ ტრინიდადისა, ფლოესი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. მოშენებული ჰყავთ მსიხვილფეხა რქოსანი საქონელი და ცხვარი. ველებზე კიდევ შესაძლებელია სამხრეთ ამერიკელი კოვბოებისგაუჩოების ხილვა.

დეპარტამენტის რუკა რედაქტირება

 
ფლორესის დეპარტამენტის ტოპოგრაფიული რუკა. ნაჩვენებია ძირითადი დასახლებული პუნქტები და გზები

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ley N° 1854. DIVISION ADMINISTRATIVA. DEPARTAMENTO DE FLORES. CREACIONNational Directorate of Official Printings and Publications.
  2. Censos 2011 (needs flash plugin). INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 20 September 2012.