„სიცილიის მწუხრი“ — სახალხო აჯანყება კუნძულ სიცილიაზე; დაიწყო 1282 წლის 31 მარტს პალერმოში და აპრილში მთელ კუნძულს მოედო. აჯანყება მიმართული იყო ფრანგი ფეოდალების წინააღმდეგ, რომელთაც შარლ I ანჟუელისგან დიდი პრივილეგიები და მიწები მიიღეს. გვიანდელი ლეგენდის თანახმად, აჯანყების დაწყების ნიშანი იყო მწუხრის ზარები, აქედან წარმოდგა მისი სახელწოდებაც. აჯანყების მეთაურობა სიცილიის წარჩინებულებმა იგდეს ხელთ, მათ მოიწვიეს არაგონის მეფე პედრო III, რომელმაც მალე მთელი კუნძული დაიპყრო. „სიცილიის მწუხრის“ შედეგად სიცილია ჩამოშორდა ანჟუს დინასტიის სამფლობელოებს, თუმცა ანჟუს დინასტიის წარმომადგენლები 1302 წლამდე იბრძოდნენ მის დასაბრუნებლად.

სიცილიის მწუხრი (1846), ავტ. ფრანჩესკო ჰეიცი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება