სერგეი ლიტოვჩენკო

სერგეი ლიტოვჩენკო (უკრ. Сергій Сергійович Літовченко; დ. 4 ოქტომბერი, 1987, ხარკივი, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, „აქჟაიკის“ მეკარე.

სერგეი ლიტოვჩენკო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერგეი ლიტოვჩენკო
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1987 (1987-10-04) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ხარკივი, უკრაინის სსრ
სიმაღლე 192 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
აქჟაიკი
ახალგაზრდული კარიერა
2002–2005 არსენალი ხარკივი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2008 არსენალი ხარკივი 38 (0)
2007   გაზოვიკი ხარკივი 3 (0)
2009–2010 ფენიქს-ილიჩოვეცი 26 (0)
2011–2015 ვოლინი ლუცკი 18 (0)
2012   ნეფტიანიკ-უკრნეფტი 10 (0)
2015 ჰელიოსი ხარკივი 11 (0)
2015–2016 ოლიმპიკი დონეცკი 7 (0)
2016–2017 ზუგდიდი 9 (0)
2017 დინამო თბილისი 26 (0)
2018 ქიაფაზი 14 (0)
2018–2019 ჩერნომორეცი ოდესა 26 (0)
2019 დინამო თბილისი 0 (0)
2020 ვოლინ ლუცკი 9 (0)
2020 ლვოვი 2 (0)
2021– აქჟაიკი 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ივლისი, 2019

კარიერა რედაქტირება

ლიტოვჩენკო ხარკივის „არსენალის“ აღზრდილია. ამავე კლუბის რიგებში შედგა მისი დებიუტი, 2005 წლის 24 სექტემბერს. „არსენალში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ იჯარის წესით განათხოვრებული იყო ასევე ხარკივის კლუბ „გაზოვიკში“, ნახევარი სეზონის შემდეგ დაბრუნდა „არსენალში“.

2009 წლის ზაფხულში გადავიდა „ფენიქს-ილიჩოვეცში“. 2011 წელს კლუბი დაიშალა, შედეგად თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა უკრაინის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ლუცკის „ვოლინში“. წელიწადნახევარი მხოლოდ დუბლებში უწევდა თამაში, რის გამოც 2012 წელს იჯარის წესით იცავდა „ნეფტიანიკ-უკრნეფტის“ ღირსებას. ახალ კლუბში მალევე დაიმკვიდრა თავი. 2012-13 წლების სეზონიდან დაბრუნდა „ვოლინში“ და ადგილი დაიკავა ძირითად შემადგენლობაში. მისი დებიუტი უკრაინის უმაღლეს ლიგაში შედგა 2012 წლის 6 აგვისტოს, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ, მან 46-ე წუთზე მაქსიმ სტარცევი შეცვალა.[1] 2012-13 წლების სეზონში ჯამში ჩაატარა 15 მატჩი. 2013-14 წლების სეზონიდან ნაკლებად უწევდა ძირითად გუნდში თამაში, ამიტომ 2015 წლის იანვარში „ვოლინი“ დატოვა და გადავიდა უკრაინის დონით მეორე ჩემპიონატის კლუბ „ჰელიოსში“, სადაც გატარებულ ნახევარ სეზონში დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ. შემდეგ ერთი სეზონი იცავდა დონეცკის „ოლიმპიკის“ ღირსებას.

2016 წლის ზაფხულში გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“.[2] 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, „ზუგდიდის“ შემადგენლობაში ჩაატარა 9 მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან, ლიტოვჩენკომ შეძლო კარგი თამაშით თავის გამოჩენა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა „დინამო თბილისს“.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება