სანქტ-პელტენი (გერმ. Sankt Pölten) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის მხარის დედააქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 51 956 ადამიანს შეადგენს. სანქტ-პელტენი საკუთარი სტატუსის ქალაქია და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს მუნიციპალიტეტსა და რაიონს.

ქალაქი
სანქტ-პელტენი
გერმ. Sankt Pölten
გერბი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მიწა ქვემო ავსტრია
კოორდინატები 48°12′00″ ჩ. გ. 15°37′00″ ა. გ. / 48.20000° ჩ. გ. 15.61667° ა. გ. / 48.20000; 15.61667
მმართველი Matthias Stadler
ფართობი 108.44 კმ²
ცენტრის სიმაღლე 267 მეტრი
მოსახლეობა 55 514 (1 იანვარი, 2020)
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 2742[1] [2]
საფოსტო ინდექსი 3100[3]
საავტომობილო კოდი P
ოფიციალური საიტი http://www.st-poelten.gv.at
სანქტ-პელტენი — ავსტრია
სანქტ-პელტენი

ქალაქი მდებარეობს მდინარე ტრაიზენზე, ალპების ჩრდილოეთითა და ვახაუს სამხრეთით.

ისტორია რედაქტირება

 
სანქტ-პელტენის ბაროკოს არქიტექტურის საკათედრო ტაძარი

ქალაქის უძველესი ნაწილი უძველეს რომაულ ქალაქ აელიუმ-სეტიუმის ადგილასაა გაშენებული, რომელიც II-IV საუკუნეებში არსებობდა. 799 წელს მას ტრესიმას ეძახდნენ. 1050 წელს სანქტ-პელტენს პატარა ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1159 წელს კი ქალაქი გახდა. 1494 წალმდე წარმოადგენდა პასაუს ეპარქიის ნაწილს, ამის შემდეგ კი სახელმწიფოს ნაწილი გახდა. 771 წელს დაარსდა ბენედიქტური მონასტერი. 10811784 წლებში მასპინძლობდა ავგუსტინელთა ორდენს. 1785 წელს, ამ შენობაში გახისნა სანქტ-პელტენის კათედრა. ქვემო ავსტრიის პარლამენტის 1986 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ქალაქმა ვენა ჩაანაცვლა და ქვემო ავსტრიის დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1997 წლიდან, აქ ფუნქციონირებს ამ რეგიონის მთავრობა.

სახელი სანქტ-პელტენი მომდინარეობს ჰიპოლიტუსიდან.

ეკონომიკა რედაქტირება

2001 წლის 15 მაისის მონაცემებით, 40 041 ადამიანი მუშაობდა ქალაქის 2 711 კომპანიაში, რომელთანაგ 23 მსხვილი საწარმოა თითოეულში 200-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება