სალუმის დელტის ეროვნული პარკი

სალუმის დელტის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National du Delta du Saloum) — ეროვნული პარკი სენეგალში. მისი ფართობი 76 000 ჰექტარია. მდებარეობს მდინარე სენესა და სალუმის დელტაში. შეიქმნა 1976 წელს.

სალუმის დელტის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სენეგალის დროშა სენეგალი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 13°42′00″ ჩ. გ. 16°38′00″ დ. გ. / 13.70000° ჩ. გ. 16.63333° დ. გ. / 13.70000; -16.63333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1359
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1359
ინგლ.რუს.ფრ.

პარკი, რომელიც ასევე რამსარის კონვენციის ძეგლია, 180 000 ჰა ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი ფართობიდან 61 000 ჰა წყალს უკავია, მანგროს ტყეებსა და მლაშე წყლის მცენარეულობას 7 000 ჰა, სავანასა და ტყეებს კი 8 000 ჰა. გადაჭიმულია გადამფრენ ფრინველთა აღმოსავლეთ ატლანტიკურ გზაზე. ზამთარში აქ იზამთრებენ შემდეგი სახოების ფრინველები: ვარდისფერი ფლამინგო, ჟერო, წითელგულა მექვიშია, სამეფო მეთოვლია, მეკენჭია და Calidris minuta.

2011 წელს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება