მეკენჭია
მეკენჭია (Arenaria), ფრინველების გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 25 სმ აღწევს. ოჯახში 2 სახეობაა ჩვეულებრივი მეკენჭია (Arenaria interpres) და შავი მეკენჭია (Arenaria melanocephala). გავრცელებულია ყველგან სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილის გარდა. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება. ბინადრობს ველებზე, ტუნდრაში, ჭაობიან ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 3-4 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე. კრუხობს დედალ-მამალი. იკვებებიან პატარა უხერხემლოებით, რომელთა მოსაპოვებლად აბრუნებენ კენჭებსა და ქვებს (აქედან სახელწოდება) და გამორიყულ ზღვის წყალმცენარეებს.
მეკენჭია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Arenaria | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 552-553.