პადინგტონი (ინგლ. Paddington) — 2014 წლის მოქმედებითი ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორია პოლ კინგი და პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი. ფილმი დაფუძნებულია მაიკლ ბონდის მიერ შექმნილი პერსონაჟის, დათვი პადინგტონის ისტორიაზე. ფილმში მთავარ პერსონაჟს ახმოვანებს ბენ უიშოუ, სხვა მსახიობებს შორისაა: ჰიუს ბონვილი, სალი ჰოუკინსი, ჯული უოლტერსი, ჯიმ ბროდბენტი, პიტერ კაპალდი და ნიკოლ კიდმანი. როლები ფილმი მოგვითხრობს სახელოვან პერსონაჟზე პადდინგტონზე, ანთროპომორფულ დათვზე, რომელიც პერუს ჯუნგლებიდან ლონდონის ქუჩებში აღმოჩნდება და მას ბრაუნების ოჯახი იშვილებს. კიდმანი ანსახიერებს პერსონაჟს, რომელსაც პადინგტონის დაჭერა სურს თავისი კოლექციისთვის.

„პადინგტონი“
ინგლ. Paddington
რეჟისორი პოლ კინგი
პროდიუსერი დეივიდ ჰეიმენი
როლებში
კომპოზიტორი ნიკ ურატა
მწარმოებელი კომპანია Heyday Films
StudioCanal UK
TF1 Films Production
დისტრიბუტორი StudioCanal
გამოსვლის თარიღი 24 ნოემბერი, 2014 (ლონდონი)
28 ნოემბერი, 2014 (გაერთიანებული სამეფო)
25 დეკემბერი, 2014 (საფრანგეთი)
16 იანვარი, 2015 (აშშ)
ხანგრძლივობა 95 წუთი
ქვეყანა

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი

38,5 მილიონი ევრო

65 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 282.8 მილიონი აშშ დოლარი

ბრიტანული და ფრანგული[1] ფილმი წარმოებულია StudioCanal UK-ის, TF1 Films Production-ის და Heyday Films-ის საშუალებით. ძირითადი გადაღებები დაიწყო 2013 წლის სექტემბერში და დასრულდა 2014 წლის ივნისში. თავდაპირველად კოლინ ფირტი აპირებდა პედინგტონის როლის შესრულებას, მაგრამ ის უიშაუმ ჩაანაცვლა.

ფილმი გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში 2014 წლის 28 ნოემბერს. ფილმმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 268 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ფილმის თავდაპირველი ბიუჯეტი 38,5 მილიონ ევროს (55 აშშ დოლარი) შეადგენდა. ფილმმა მიიღო ორი ნომინაცია ბრიტანეთის აკადემიის კინოს პრემიაზე : საუკეთესო ბრიტანული ფილმისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში. ფილმის გაგრძელება, სახელწოდებით პადინგტონი 2, გამოვიდა 2017 წლის 10 ნოემბერს, სადაც კინგი კვლავ სცენარისტისა და რეჟისორის ადგილზე დაბრუნდა.

წარმოება რედაქტირება

ფილმის გამოშვების შესახებ პირველად 2007 წლის სექტემბერში გამოცხადდა, როდესაც სცენარის ავტორად დევიდ ჰეიმანი და ჰამიშ მაკკოლი გამოცხადდა.[2] ფილმი არ განივთარებულა 2013 წლის სექტემბრამდე. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ფილმის გადაღებები და ჰეიმანმა გამოაცხადა, რომ კოლინ ფერტი შეასრულებდა პედინგტონის როლს.[3] 38.5 მილიონი ევროს (50–55 მილიონი აშშ დოლარი) ბიუჯეტით, პადინგტონი არის ყველაზე ძვირადღირებული ფილმი, რომელიც წარმოებული ფრანგული კომპანიის StudioCanal– ის მიერ.[4][5][6] ძირითადი გადაღებები და წარმოება დაიწყო 2013 წლის 13 სექტემბერს. [7]

2014 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ძირითადი გადაღებები დასრულდა, ფირტმა ნებაყოფლობით დატოვა ფილმი, მას შემდეგ, რაც სტუდიან გადაწყვიტა, რომ მისი ხმა პერსონაჟისთვის შეუსაბამო იყო.[8] მომდევნო თვეში როლი შეიცვალა, ხოლო ბენ უიშოუმ მოაწერა ხელი პადინგტონის გამხმოვანებლის როლზე. პედინგტონის გამოსახულება მთლიანად კომპიუტერული მოწყობილობებითაა შექმნილი (ბრიტანული კომპანიის Framestore- ის მიერ)[9] და ანიმატრონიკის კომბინაციის გამოყენებით.

საუნდტრეკი რედაქტირება

 
დათვი პადინგტონის ძეგლი პადინგტონის სადგურზე

ნიკ ურატამ შექმნა ფილმის საუნდტრეკი.[10] გვენ სტეფანს და ფარელ უილიამსს დაევალა ფილმის ამერიკული გამოცემისთვის სიმღერის დაწერა.

პრემიერა რედაქტირება

შემოსავლები რედაქტირება

პადინგტონი გამოვიდა 2014 წლის 28 ნოემბერს გაერთიანებულ სამეფოში, [11] სადაც გახსნის დღეს 8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (5,1 მილიონი ფუნტი სტერლინგი), ხოლო სალაროებში ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ეს იყო StudioCanal- ის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ფილმი პრემიერის დღეს და 2014 წლის მეორე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე საოჯახო ფილმი გამოსვლის დღეს გაერთიანებულ სამეფოში ლეგოს ფილმი- ს შემდეგ.[12][13][14] 2014 წლის 9 დეკემბრისთვის იგი საფრანგეთის ჩარტებში ლიდერობდა.[15] 2014 წლის 24 დეკემბრისთვის იგი ავსტრალიის ჩარტებს სათავეში ედგა.

ვიდეო თამაში რედაქტირება

ფილმის მიხედვით შექმნილი ვიდეო თამაში სახელწოდებით პადინგტონი: ლონდონური თავგადასავალი, გამოვიდა 2015 წლის 11 აგვისტოს Nintendo 3DS– სთვის და გამოქვეყნდა Humongous Entertainment– ის მიერ მათი Kids 'Mania ლეიბლის საშუალებით. [16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Paddington (2014)". British Film Institute. Retrieved 15 October 2017.
  2. Dawtrey, Adam. (13 September 2007) WB bears down on 'Paddington' film. ციტირების თარიღი: 4 February 2014.
  3. White, James. (13 September 2013) Colin Firth is Paddington Bear. ციტირების თარიღი: 4 February 2014.
  4. Decant, Charles. (5 November 2012) "Paddington" : Canal+ va produire le film le plus cher de son histoire. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
  5. Kemp, Stuart. (5 October 2012) 'Harry Potter' Producer David Heyman to Adapt 'Paddington Bear'. ციტირების თარიღი: 20 November 2014.
  6. Jaafar, Ali. (28 November 2014) 'Paddington': Potential Game-Changer For Studiocanal; Euro Major Bares Ambition. ციტირების თარიღი: 28 November 2014.
  7. Paddington Starts Principal Photography, Full Cast Announced (13 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 16 June 2014.
  8. Busis, Hillary. (17 June 2014) Colin Firth leaving as voice of 'Paddington' movie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 17 June 2014.
  9. „Great campaign ads to feature in new Paddington film“ (პრეს-რელიზი). 13 November 2014. ციტირების თარიღი: 25 November 2014.
  10. „Nick Urata to Score 'Paddington'. filmmusicreporter.com. 17 September 2014. ციტირების თარიღი: 31 October 2014.
  11. White, James. (13 September 2013) Colin Firth is Paddington Bear. ციტირების თარიღი: 4 February 2014.
  12. Gant, Charles. (2 December 2014) All aboard the Paddington express to UK box office supremacy. ციტირების თარიღი: 18 January 2015.
  13. Paddington gets bear hug from UK cinema audiences (2 December 2014). ციტირების თარიღი: 3 December 2014.
  14. Jaafar, Ali. (1 December 2014) 'Paddington' Gives Studio Canal Its Biggest Ever UK Opening. ციტირების თარიღი: 3 January 2015.
  15. BoxOffice France 03-09 Décembre 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 11 December 2014.
  16. Amazon.com: Paddington: Adventures in London - Nintendo 3DS: Video Games.