პადინგტონი 2 (ინგლ. Paddington 2) — 2017 წლის მოქმედებითი ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია პოლ კინგი, სცენარის ავტორები კი - კინგი და სიმონ ფარნაბი. ფილმი შექმნილია მაიკლ ბონდის (რომელსაც ფილმიც ეძღვნება, ის იმ წელს გარდაიცვალა) დათვი პადინგტონის ისტორიებზე დაყრდნობით. ეს არის პადინგტონის გაგრძელება (2014) და წარმოებულია Heyday Films-ისა და StudioCanal UK-ის თანაწარმოებით. ფილმში, ბენ უიშაუ ასხმოვანებს პადინგტონს, ხოლო სხვა მსახიობებს შორისაა: ჰიუ ბონევილი, სალი ჰოუკინსი, ბრენდან გლისონი, ჯული უოლტერსი, ჯიმ ბროდბენტი, პიტერ კაპალდი და ჰიუ გრანტი. ფილმში პედინგტონი ცდილობს საჩუქარი უყიდოს დედას დაბადების დღისთვის, მაგრამ მას ქურდობისთვის დაიჭერენ. მისი ოჯახი ცდილობს ნამდვილი დამნაშავის პოვნას და პადინგტონის უდანაშაულობის დამტკიცებას.

პადინგტონი 2

ფილმის ლოგო
ინგლ. Paddington 2
რეჟისორი პოლ კინგი
პროდიუსერი დეივიდ ჰეიმენი
როლებში
კომპოზიტორი დარიო მარიანელი
მწარმოებელი კომპანია Heyday Films
StudioCanal UK
დისტრიბუტორი StudioCanal
გამოსვლის თარიღი 5 ნოემბერი, 2017 (ლონდონი)
10 ნოემბერი, 2017 (გაერთიანებული სამეფო)
6 დეკემბერი, 2017 (საფრანგეთი)
ხანგრძლივობა 104 წუთი
ქვეყანა

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 228 მილიონი აშშ დოლარი

ძირითადი გადაღებები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ივნისში დასრულდა. ფილმი თეატრალურად გამოვიდა 2017 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებულ სამეფოში და 2017 წლის 6 დეკემბერს საფრანგეთში და მსოფლიოს მასშტაბით 227 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ფილმმა მოწონება დაიმსახურა Metacritic–ზე, ხოლო Rotten Tomatoes– ზე მისიშეფასება 100%-ის ტოლია 243 პოზიტიური შეფასებაზე დაყრდნობით. მან მიიღო ბრიტანეთის აკადემიის 71-ე ფილმების დაჯილდოების სამი ნომინაცია: გამოჩენილი ბრიტანული ფილმის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის (გრანტისთვის) კატეგორიებში.

წარმოებარედაქტირება

2015 წლის აპრილში დევიდ ჰეიმანმა, პადინგტონის (2014) პროდიუსერმა დაადასტურა, რომ გაგრძელებაზე მუშაობა მიმდინარეობდა.[1] ასევე ცნობილი გახდა, რომ პოლ კინგი დაბრუნდებოდა რეჟისორის პოსტზე და სიმონ ფარნაბისთან ერთად დაწერდა სცენარს.[2] ჰეიმანის Heyday Films– მა და StudioCanal– მა შექმნეს ფილმი, რაც მას ბრიტანულ – ფრანგულ თანაპროდუქციად აქცევს. [3] 2016 წლის ოქტომბრისთვის, პადინგტომის მსახიობები - ჰიუ ბონევილი, სალი ჰოკინსი, ჯული უოლტერსი, ჯიმ ბროდბენტი, პიტერ კაპალდი, მადლენ ჰარისი, სამუელ ჯოსლინი, ბენ უიშოუ და იმელდა სტანტონიკვლავ შეასრულებდნენ თავიანთ როლებს ფილმის გაგრძელებაში. ასევე დადასტურდა, რომ სამსახიობო ჯგუფს შეუერთდებოდა ჰიუ გრანტი და ბრენდან გლისონი. [4]

 
დათვი პადინგტონის ძეგლი პადინგტონის სადგურზე

ძირითადი გადაღებები დაიწყო 2016 წლის 18 ოქტომბერს. [5] [6] ბევრი სცენა გადაიღეს Pinewood Studios-სა და Warner Bros. სტუდიაში ლივსდენში. სცენების ნაწილის გადაღებები შედგა თაუერ ბრიჯსა და ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარში. ჯონა კოუმბსმა, რომელიც ფილმის გადაღებების ადგილებს ხელმძღვანელობდა, განაცხადა: [7] Framestore– მა უზრუნველყო ფილმის ვიზუალური ეფექტები, [8] მათ შორის დახვეწილი სცენების თანმიმდევრობა. [9] 2017 წლის 7 თებერვალს გადაღებების მიმდინარეობა გაიშვა CBBC-ზე. [10] გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონის პატარა ვენეციაში სამი დღის განმავლობაში, [11] და ასევე შეპტონის მალეტის ციხეში [12] და კნეუბორტის პარკში.[13] ძირითადი გადაღებები 2017 წლის 27 ივნისს დასრულდა. მაიკლ ბონდი, დათვი პადინგტონის პერსონაჟის შემქმნელი, იმავე დღეს გარდაიცვალა და სწორედ ამიტომ ფილმი მას მუძღვნეს.[14]

საუნდტრეკირედაქტირება

ფილმის მუსიკა შექმნა დარიო მარიანელმა. [15]

ფილმის პრემიერარედაქტირება

პადინგტონი 2 – ის მსოფლიო პრემიერა შედგა ლონდონში 2017 წლის 5 ნოემბერს[16] და თეატრალურად გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში 10 ნოემბერს. [17] იგი გამოვიდა 6 დეკემბერს საფრანგეთში, 7 დეკემბერს გერმანიაში, 21 დეკემბერს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, [18] და 2018 წლის 12 იანვარს შეერთებულ შტატებში. [19] StudioCanal– მა ფილმი გაავრცელა გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[18]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Radish, Christina. (28 April 2015) Paddington 2: Producer David Heyman Provides an Update on the Sequel. ციტირების თარიღი: 20 October 2016
  2. Hopewell, John & Keslassy, Elsa (10 მაისი 2016). „Cannes: 'Paddington 2' Sets Production Date“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი 2016.
  3. Paddington 2 is in production with additional cast members (18 October 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 27 October 2017
  4. Stolworthy, Jacob. (18 October 2016) Paddington 2 recruits Hugh Grant and Brendan Gleeson as filming begins. ციტირების თარიღი: 20 October 2016
  5. Stolworthy, Jacob. (18 October 2016) Paddington 2 recruits Hugh Grant and Brendan Gleeson as filming begins. ციტირების თარიღი: 20 October 2016
  6. De Semlyen, Phil. (18 October 2016) Paddington 2 starts shooting with Hugh Grant and Brendan Gleeson aboard. ციტირების თარიღი: 20 October 2016
  7. Paddington 2 filmed London landmarks. ციტირების თარიღი: 6 December 2018
  8. Kollewe, Julia. (3 November 2016) Harry Potter special effects firm looks east with sale to China group. ციტირების თარიღი: 4 November 2016
  9. Failes, Ian. (20 December 2017) Inside Framestore's PADDINGTON 2 Pop-Up-Book Sequence. ციტირების თარიღი: 27 March 2018
  10. All Over the Workplace, Series 2: 7. Film-Maker. ციტირების თარიღი: 2 November 2017
  11. Paddington Bear film set staff 'acting like armed militia', say angry Little Venice residents (18 November 2016). ციტირების თარიღი: 25 November 2016
  12. Paddington 2: Film starring Hugh Grant shot scenes at Shepton Mallet prison and stars local girl (28 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 17 February 2017
  13. Davies, Alan (9 November 2017). „Paddington 2 filmed in grounds of Knebworth House“. Welwyn Hatfield Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2017. ციტირების თარიღი: 17 November 2017.
  14. Baillie, Katie. (28 June 2017) Hugh Bonneville learns of Paddington creator's death on last day of filming. ციტირების თარიღი: 13 July 2017
  15. Marianelli, Dario. (10 November 2017) Paddington 2 (Original Motion Picture Soundtrack). Apple Music. ციტირების თარიღი: 26 December 2017
  16. „Hugh Grant at world premiere of 'Paddington 2' (VIDEO)“. Malay Mail. 7 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2017. ციტირების თარიღი: 2 December 2017.
  17. Film: Paddington drops in again en (10 November 2017). ციტირების თარიღი: 10 November 2017
  18. 18.0 18.1 Paddington 2 is in production with additional cast members (18 October 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 27 October 2017
  19. 'Paddington 2' Lands January Release in US From Weinstein Company. ციტირების თარიღი: 27 May 2017