მელანჟი (ფრანგ. Mélange — ნარევი) — განსაკუთრებული გეოლოგიური ფორმაცია — სხვადასხვა შედგენილობის ქანების კომპლექსი; თავისებური ჭრელი ბრექჩიების ხანგრძლივი განვითარების რთული ზონები. მელანჟის ზონის ჩამოქცეული და ჩამოქცეულ-მეწყრული ლოდა ბრექჩიები თავდაპირველად ილექებოდა ზღვიურ პირობებში, შედარებით ღრმაწყლიან ჩანაზნექებში, შემოსაზღვრული რღვევებით. მელანჟის შემადგენლობაში შედის ტუფები და დიაბაზური შედგენილობის ვულკანიტები, ჰიპერბაზიტები (და სერპენტინიტი), წითელი იასპები — რადიოლარიტები, კირქვის ლოდები და ლინზები და სხვა. ქანების ნატეხებისა და ლოდების განლაგება მელანჟის შემადგენლობაში ჩვეულებრივ ქაოსურია.

მელანჟი

წარმოიქმნება შარიაჟების ფორმირებისას. მელანჟის ზონები შეზღუდულია ნაოჭა სარტყლების განაპირა მსხვილ და ღრმა რღვევებთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება