მარაო — საგრილობელი, ჰაერის მოსანიავებელი ნივთი.

მარაო

ძველთაგანვე ცნობილლი იყო ცხელ ქვეყნებში (ეგვიპტე, ინდოეთი, ჩინეთი და სხვა). თავდაპირველად მარაოდ იყენებდნენ პალმის, ლოტოსისა და სხვა მცენარეთა ფოთლებს. შემდეგ გაჩნდა წნული (პოლინეზია, ინდონეზია და სხვა), ხის, ლითონის, მყარ ჩარჩოზე გადაჭიმული ქაღალდის ან ქსოვილის მარაოები. მოგვიანებით აკეთებდნენ დასაკეც-გასაშლელ მარაოებს, რომლებიც ევროპელებმა გადაიღეს. ზოგჯერ მას ძვირფასი მასალისგანაც (სპილოს ძვალი, კუს ჯავშანი, სადაფი, სირაქლემის ფრთები, მაქმანი და სხვა) ამზადებდნენ. მის შექმნაში მონაწილეობდნენ მხატვრები (ფ. ბუშე, ა. ვატო, ნ. ლანკრე — საფრანგეთი) და იუველირები.

ლიტერატურა რედაქტირება