კრისტიან ეიკმანი (ნიდერლ. Christiaan Eijkman; დ. 11 აგვისტო, 1858, ნეიკერკი, ნიდერლანდები, — გ. 5 ნოემბერი, 1930, უტრეხტი) — ნიდერლანდელი ექიმი და პათოლოგი. მან დაადგინა, რომ დაავადება ბერი-ბერის მიზეზი არასათანადო კვება იყო, რასაც ვიტამინების აღმოჩენა მოჰყვა. 1929 წელს ფრედერიკ ჰოპკინზთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

კრისტიან ეიკმანი
ნიდერლ. Christiaan Eijkman[1]
დაბ. თარიღი 11 აგვისტო, 1858(1858-08-11)[2] [3] [4] [5] [1] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი Nijkerk[1] [7] [12]
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1930(1930-11-05)[12] [13] [14] [15] [2] [3] [4] [5] [1] [6] [8] [9] [10] [11] (72 წლის)
გარდ. ადგილი უტრეხტი[12] [16] [17] [18] [1]
დასაფლავებულია Driehuis Velsen Crematorium
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო[1]
საქმიანობა ექიმი[19] , ბიოქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] [7] და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი უტრეხტის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი ამსტერდამის უნივერსიტეტი[20] და პასტერის ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[7]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[21] [22] და ჯონ სკოტის მედალი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1883). სამედიცინო ოფიცრად მსახურობდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში (1883-1885), შემდეგ ბაქტერიოლოგ რობერტ კოხთან მუშაობდა ბერლინში. 1886 წელს იავაში დაბრუნდა ბერი-ბერის მიზეზების შესასწავლად. 1888 წელს დაინიშნა ბატავიაში (ახლანდ. ჯაკარტა) იავის სამედიცინო სასწავლებლის პათოლოგიური ანატომიისა და ბაქტერიოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორად. 1897 წელს ლაბორატორიული ფრინველების პოლინევრიტის მრავალწლიანმა შესწავლამ ეიკმანი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ბერი-ბერის დროს განვითარებული მსგავსი პრობლემის მიზეზი არასათანადო კვება — დამუშავებული ბრინჯის სიჭარბე იყო, თუმცა მის უშუალო მიზეზად ნაწლავური მიკროორგანიზმის ცხოველმყოფელობის ტოქსიკური პროდუქტი ივარაუდა. 1901 წელს ეიკმანის მემკვიდრემ ბატავიაში, გერიტ გრიინსმა დაადგინა, რომ ბერი-ბერის მიზეზი საკვებში საჭირო ნივთიერების დეფიციტი იყო. შემდგომი კვლევებით ეს ნივთიერება ვიტამინი B1 (თიამინი) აღმოჩნდა. 1896 წელს ეიკმანი ნიდერლანდებში დაბრუნდა და 1928 წლამდე უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Catalogus Professorum Academiae Rheno-Traiectinae
  2. 2.0 2.1 Christiaan Eijkman — 2009.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Onze HoogleerarenRotterdam: Nijgh & Van Ditmar, 1898. — გვ. 169. — 363 გვრ.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 GeneaStar
  10. 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  12. 12.0 12.1 12.2 Эйкман Христиан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. http://www.britannica.com/EBchecked/topic/181273/Christiaan-Eijkman
  14. http://www.nndb.com/lists/857/000105542/
  15. http://www.nndb.com/org/692/000054530/
  16. Astrodatabank
  17. http://www.dwc.knaw.nl/wp-content/berkelbio/14.eijkman.pdf
  18. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1929/eijkman-bio.html
  19. Netherlands famous native sons and daughters
  20. Mathematics Genealogy Project — 1997.
  21. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1929. // nobelprize.orgNobel Foundation.
  22. The Nobel Prize amounts // nobelprize.orgNobel Foundation.