კრამატორსკი (უკრ. Краматорськ) — ქალაქი (1932 წლიდან) უკრაინაში, დონეცკის ოლქში, მდინარე კაზიონეტორეცის (ჩრდილოეთ დონეცის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. სარკინიგზო კვანძი. 173,700 ათასი მცხოვრები (2008). კრამატორსკი უკრაინის მძიმე მანქანათმშენებლობის ერთ-ერთი დიდი ცენტრია. არის მძიმე ჩარხთმშენებელი, სამსხმელო, კოქსიქიმიური, საშენ მასალათა (ცემენტი, შიფერი, მინერალური ბამბა) ქარხნები, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები. კრამატორსკშია მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ინდუსტრიული ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის, ტექნოლოგიური, ვაჭრობის ტექნიკუმები, დონეცკის სამხატვრო მუზეუმის ფილიალი.

ქალაქი
კრამატორსკი
Краматорськ
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
რეგიონი დონეცკის ოლქი
კოორდინატები 48°43′00″ ჩ. გ. 37°32′00″ ა. გ. / 48.71667° ჩ. გ. 37.53333° ა. გ. / 48.71667; 37.53333
მმართველი Oleksandr Honcharenko
დაარსდა 1868
ამჟამინდელი სტატუსი 1932
ფართობი 117.1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 177 მეტრი
ოფიციალური ენა უკრაინული ენა
მოსახლეობა 173,700 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 583 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი 626(4)
საფოსტო ინდექსი 84300-84390
ოფიციალური საიტი krm.gov.ua
კრამატორსკი — უკრაინა
კრამატორსკი
კრამატორსკი — დონეცკის ოლქი
კრამატორსკი

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: