კლდოვანი კუნძულები (პალაუ)

პალაუს კლდოვანი კუნძულები, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩელბაჩებიკირქვის ან მარჯნის კუნძულების პატარა ჯგუფი, მარჯნის უძველესი რიფების ნარჩენები, რომლებიც განლაგებულია პალაუს სამხრეთ ლაგუნაში, კორორსა და პელელიუს შორის. ამჟამად მიეკუთვნება კორორის შტატს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯგუფში 250—300 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობი 47 კმ²-ია. კუნძულები დაუსახლებელია; გამოირჩევა პლაჟებითა და ლურჯი ლაგუნებით, ზოგიერთი კუნძული კი უცნაური, ქოლგის ფორმისაა. კლდოვანი კუნძულები და მიმდებარე ტერიტორია ძალზედ პოპულარულია ტურისტებში. მრავალ ლაგუნას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მედუზების ტბა, სადაც მრავალი უიშვიათესი მედუზა ბინადრობს, რომლებიც მხოლოდ პალაუში გვხვდება.

პალაუს კლდოვანი კუნძულების ლაგუნები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა პალაუს დროშა პალაუ
ტიპი შერეული
კრიტერიუმები (iii)(v)(vii)(ix)(x)
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 7°15′ ჩ. გ. 134°24′ ა. გ. / 7.250° ჩ. გ. 134.400° ა. გ. / 7.250; 134.400
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36-ე სესია)
ნომერი 1386
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1386
ინგლ.რუს.ფრ.

ჯგუფის უდიდესი კუნძულებია:

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება