კაშკადარიის ოლქი

უზბეკეთის ოლქი

კაშკადარიის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Qashqadaryo viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ყარში.

ადმინისტრაციული ერთეული
კაშკადარიის ოლქი
უზბეკ. Qashqadaryo viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ყარში
კოორდინატები 38°50′00″ ჩ. გ. 66°05′00″ ა. გ. / 38.83333° ჩ. გ. 66.08333° ა. გ. / 38.83333; 66.08333
მმართველი Q106485110?
დაარსდა 20 იანვარი, 1943
ფართობი 28400 კმ²
მოსახლეობა 3 088 800 (2017)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი http://www.qashqadaryo.uz/
კაშკადარიის ოლქი — უზბეკეთი
კაშკადარიის ოლქი

ზოგადი მიმოხილვა რედაქტირება

შეიქმნა 1964 წლის 7 თებერვალს. მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე კაშკადარიის აუზში და პამირ-ალაის მთათა სისტემის დასავლეთ კიდეზე. ფართობი 28.4 ათასი კმ². ზედაპირის უმეტესი ნაწილი მთისწინა ვაკეა. მთავარი მდინარეა კაშკადარია. განვითარებულია საშენ მასალათა, მსუბუქი, კვების და აირის მრეწველობა. მეურნეობაში წამყვანია მებამბეობა და ყარაკულის დამზადება. კაშკადარიის ოლქის სარწყავი მიწათმოქმედების (უმთავრესად ბამბა), ურწყავი მარცვეულის მეურნეობის (ხორბალი, ქერი) და სასაძოვრე მეცხოველეობის (უმთავრესად მეყარაკულეობა) რაიონია. განვითარებულია მებაღეობა და მევენახეობა. მისდევენ მეაბრეშუმეობას.

ჯილდოები და მედლები რედაქტირება

ოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1967).

ლიტერატურა რედაქტირება