იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.

იუდას სახარების 33-ე გვერდი

დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის "სახარებებად", თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.

ერთადერთი ცნობილი მანუსკრიპტი, რომელშიც ამ სახარების ტექსტია დართული არის ბოლო დროს 1700 წლის შემდეგ აღმოჩენილი ტყავგადაკრული პაპირუსის მანუსკრიპტი ეგვიპტის უდაბნოდან. პაპირი, რომელზეც სახარებაა დატანებული ფრაგმენტულია და მისი ზოგიერთი ნაწილები დაკარგულია. როდოლფ კასერის თანახმად, კოდექსი თავდაპირველად 62 გვერდიანი იყო. აღმოჩენისას მანუსკრიპტიდან რამდენიმე ფურცელი ამოღებული და გაყიდული იქნა ცალ-ცალკე და დღემდე ერთობლივად მხოლოდ 26 გვერდმა მოაღწია. თუმცა დროდადრო, დაკარგული ფურცლებიც ჩნდება, მათ მფლობელთაგან გაყიდვის მსურველთა გამოჩენისას.

იუდას სახარების მანუსკრიპტის რადიოკარბონულმა დათარიღებამ ის მე-3 და მე-4 საუკუნეებს მიაკუთვნა. შედარებისთვის ყველაზე ძველი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან - პაპირუსი P52 - თარიღდება 125 წლით. თუმცა იუდას სახარებას მიიჩნევენ უფრო ძველი დაახ. 130 წლის მანუსკრიპტის ასლად. ეს დაახ. 100 წელიწადშია იესოს გარდაცვალების ბიბლიურ თარიღიდან.

იუდას სახარება თავდაპირველად ბერძნულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, თუმცა მანუსკრიპტი ძველ კოპტურ ენაზეა. უეჭველია, რომ იუდას სახარების ავტორად იუდა ისკარიოტელს არ მიიჩნევენ, თუმცა მკვლევარებს ახალ აღთქმაში იოანეს სახარების ავტორობაზეც მრავალი ეჭვი აქვთ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება