თეოფილაქტე სიმოკატა

თეოფილაქტე სიმოკატა (ბერძ. Θεοφύλακτος Σιμοκάτ(τ)ης, ლათ. Theophylactus Simocatta) (დ. 580 — გ. 630) — VII საუკუნის ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი. წარმოშობით ეგვიპტელი, მოღვაწეობს კონსტანტინოპოლში ირაკლი კეისრის მეფობის პერიოდში (610-641)[3]. ფოტიოსის გადმოცემით, თეოფილაქტეს ჯერ ეპარქოსი იყო, ხოლო შემდეგ დაინიშნა მდივნის თანამდებობაზე.

თეოფილაქტე სიმოკატა
ძვ. ბერძნ. Θεοφύλακτος Σιμοκάτ(τ)ης
დაბადების თარიღი 580[1]
დაბადების ადგილი ეგვიპტე
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 630
საქმიანობა ისტორიკოსი და მწერალი[2]
ენა ძველი ბერძნული ენა
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია
პერიოდი VII საუკუნე
Magnum opus Ecumenical history

შემოქმედება რედაქტირება

თეოფილაქტეს ეკუთვნის საბუნებისმეტყველო ნაშრომი Quaestiones Phisicae, რომელიც შეეხება ბუნების ისტორიას[4]. მისივეა ეთიკურ-რიტორიკული წერილები და საისტორიო ნაშრომი „ისტორია“, რომელიც მოგვითხრობს მავრიკიოს კეისრის დროინდელ (582-602) ამბებს და წარმოადგენს მენანდრეს „ისტორიის“ გაგრძელებას.

თეოფილაქტეს „ისტორია“ შედგება რვა წიგნისაგან, რომელთაც წინ უძღვის რიტორიკული ზვიადობით შედგენილი „საუბარი“ ფილოსოფიასა და ისტორიას შორის და „შესავალი“ (პროოიმიონი). მას გამოყენებული აქვს მენანდრესა და იოანე ეპიფანიელის „ისტორიები.[5]

რაც შეეხება საკუთრივ თეოფილაქტეს თხზულებას, მას იყენებენ თეოფანე ჟამთააღმწერელი, კონსტანტინე პორფიროგენეტი და სხვები.

სქოლიო რედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118621807 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  3.  J.D.C. Frendo, "History and Panegyric in the Age of Heraclius: The Literary Background to the Composition of the 'Histories' of Theophylact Simocatta", Dumbarton Oaks Papers, 1988.
  4.  Cf. ed. J. Ideler in Physici et medici Graeci minores, I, 1841.
  5. ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1973, გვ. 193.