გრეიპფრუტი, მტევნისებური პომპელმუსი (Citrus paradisi), ხეხილოვანი მცენარე ციტრუსოვანთა გვარისა. სიმაღლე 15 მ აღწევს. აქვს დიდი, ოვალური, ტყავისებრი ფოთოლი, თეთრი ყვავილი, მსხვილი და მომრგვალო ნაყოფი, ქსელი, ღია ყვითელი, ბზინვარე კანი, ყვითელი, იშვიათად — ვარდისფერი, ძლიერ წვნიანი და არომატული ტბილობი.

გრეიპფრუტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტეგანისებრნი
ქვეოჯახი:  ნარინჯოვანნი
გვარი:  ციტრუსები
სახეობა:  გრეიპფტუტი
ლათინური სახელი
Citrus paradisi

ნაყოფი შეიცავს 88,5-90,9% წყალს; 3,86-6,78 შაქარს, 1,42-2,38% მჟავებს; კანი — 9,19-19,04% პექტინოვან ნივთიერებას. 100 გ წვენში დაახლოებით 45 მგ C ვიტამინია. გრეიპფრუტის ნაყოფი დიეტური და სამკურნალოა, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, მადის აღმძვრელია.

იყენებენ ნედლად, კომპოტის, მურაბისა და წვნის დასამზადებლად. ერთი ხიდან საშუალოდ 200-300 ცალი ნაყოფი იკრიფება. გავრცელებულია სუბტროპიკულ რაიონებში. საქართველოში შემოიტანეს XIX საუკუნის ბოლოს, ხარობს სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში. გრეიპფრუტის დარაიონებული ჯიშებია მარში სიდლისი, მსხლისებრი შედოკი, № 1642 ჰიბრიდი.

მემცენარეობის სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელ სადგურში გამოიყვანეს № 1537 ჰიბრიდი, № 2974 ჰიბრიდი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 260-261, თბ., 1978