გერმანიის წლის ფეხბურთელი

გერმანიის წლის ფეხბურთელის (გერმ. Fußballer des Jahres) ჯილდო 1960 წლიდან გაიცემა. 1996 წლიდან საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ჯილდოც გაიცემა. საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში გერმანიის სპორტული ჟურნალისტების ასოციაცია (Verband der Deutschen Sportjournalisten) და სპორტული გამოცემა kicker მონაწილეობენ.[1] „გერმანიის წლის ფეხბურთელი“ შესაძლებელია გახდეს როგორც გერმანელი, ასევე უცხოელი მოთამაშე.

2004 წელს ბრაზილიელი აილტონი გახდა პირველი უცხოელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

ამ დროისთვის „გერმანიის წლის ფეხბურთელად“ მიუნხენის ბაიერნის გერმანელი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი და ვოლფსბურგის ქალთა საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელი მარტინა მიულერია დასახელებული.

(დასავლეთი) გერმანიის წლის ფეხბურთელი რედაქტირება

წელი ფეხბურთელი კლუბი
1960   უვე ზეელერი ჰამბურგი
1961   მაქს მორლოკი ნიურბერგი
1962   კარლ-ჰაინც შნელინგერი კიოლნი
1963   ჰანს შეფერი კიოლნი
1964   უვე ზეელერი ჰამბურგი
1965   ჰანს ტიკოვსკი ბორუსია დორტმუნდი
1966   ფრანც ბეკენბაუერი მიუნხენის ბაიერნი
1967   გერდ მიულერი მიუნხენის ბაიერნი
1968   ფრანც ბეკენბაუერი მიუნხენის ბაიერნი
1969   გერდ მიულერი მიუნხენის ბაიერნი
1970   უვე ზეელერი ჰამბურგი
1971   ბერტი ფოგტსი ბორუსია მენხენგლადბახი
1972   გიუნტერ ნეტცერი ბორუსია მენხენგლადბახი
1973   გიუნტერ ნეტცერი ბორუსია მენხენგლადბახი
1974   ფრანც ბეკენბაუერი მიუნხენის ბაიერნი
1975   ზეპ მაიერი მიუნხენის ბაიერნი
1976   ფრანც ბეკენბაუერი მიუნხენის ბაიერნი
1977   ზეპ მაიერი მიუნხენის ბაიერნი
1978   ზეპ მაიერი მიუნხენის ბაიერნი
1979   ბერტი ფოგტსი ბორუსია მენხენგლადბახი
1980   კარლ-ჰაინც რუმენიგე მიუნხენის ბაიერნი
1981   პოლ ბრაიტნერი მიუნხენის ბაიერნი
1982   კარლ-ჰაინც ფიორსტერი შტუტგარტი
1983   რუდი ფიოლერი ბრემენის ვერდერი
1984   ჰარალდ შუმახერი კიოლნი
1985   ჰანს-პეტერ ბრიგელი   ვერონა
1986   ჰარალდ შუმახერი კიოლნი
1987   უვე რანი ბორუსია მენხენგლადბახი
1988   იურგენ კლინსმანი შტუტგარტი
1989   თომას ჰესლერი კიოლნი
1990   ლოთარ მათეუსი   ინტერნაციონალე
1991   შტეფან კუნცი კაიზერსლაუტერნი (საფეხბურთო კლუბი)
1992   თომას ჰესლერი   რომა
1993   ანდრეას კოპკე ნიურბერგი
1994   იურგენ კლინსმანი   მონაკო
1995   მათიას ზამერი ბორუსია დორტმუნდი
1996   მათიას ზამერი ბორუსია დორტმუნდი
1997   იურგენ კოლერი ბორუსია დორტმუნდი
1998   ოლივერ ბირჰოფი   უდინეზე
1999   ლოთარ მათეუსი მიუნხენის ბაიერნი
2000   ოლივერ კანი მიუნხენის ბაიერნი
2001   ოლივერ კანი მიუნხენის ბაიერნი
2002   მიხაელ ბალაკი ბაიერ ლევერკუზენი
2003   მიხაელ ბალაკი მიუნხენის ბაიერნი
2004   აილტონი ბრემენის ვერდერი
2005   მიხაელ ბალაკი მიუნხენის ბაიერნი
2006   მიროსლავ კლოზე ბრემენის ვერდერი
2007   მარიო გომესი შტუტგარტი
2008   ფრანკ რიბერი მიუნხენის ბაიერნი
2009   გრაფიტე ვოლფსბურგი
2010   არიენ რობენი მიუნხენის ბაიერნი
2011   მანუელ ნოიერი შალკე 04
2012   მარკო როისი ბორუსია მენხენგლადბახი
2013   ბასტიან შვაინშტაიგერი მიუნხენის ბაიერნი

სქოლიო რედაქტირება