ბოზ-არტი (ფრანგ. Beaux-Arts, ნატიფი ხელოვნება), აკადემიური ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილი, რომელსაც პარიზში ნატიფი ხელოვნების სკოლაში (École des Beaux-Arts) ასწავლიდნენ და რომელიც გვიან ნეოკლასიციზმად მიიჩნევა.

კულტურული ცენტრი არგენტინაში
ალექსანდრე III-ს ხიდი და გრან პალე, პარიზი.
ოტავა, კანადა, სახელისუფლებო საკონფერენციო ცენტრი 1912.
ოპერა გარნიე

წარმოშობა და განსაზღვრება რედაქტირება

ბოზ-არტის, როგორც სტილის, წარმოშობა უკავშირდება საფრანგეთის არქიტექტურის სამეფო აკადემიის მიერ 250 წლის განმავლობაში დანერგილ სწავლებას. რევოლუციის შემდგომ კი სამეფო აკადემია შეცვალა საფრანგეთის ხელოვნების აკადემიამ. ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა წარმოჩნდა რომში არქიტექტურის უმაღლესი პრემიის კონკურსზეც. ამ სტილის ძირითადი ორიენტაციები მომდინარეობს საფრანგეთში ხელოვნების სკოლიდან. ეს სტილი წარმატების მწვერვალს აღწევს XIX საუკუნეში და არსებობას განაგრძობს 1968 წლამდე. დიდ გამოძახილს ჰპოულობს აშშ-შიც 1860 წლიდან XX საუკუნის შუა ხანებამდე.

სტილის ძირითადი მახასიათებლები რედაქტირება

  • სიმეტრია
  • სივრცეთა იერარქიზაცია.
  • ძველ სტილებთან მეტ-ნაკლებად ექსპლიციტური კავშირი, ეკლექტიზმისადმი, ანუ ეპოქათა აღრევისადმი ტენდენცია: ნეო-რომანული, ნეო-რენესანსული, ნეო-ბიზანტიური, ნეო-კლასიკური.
  • არქიტექტურული დეტალების სიუხვე და სიზუსტე: ბალუსტრადები, ქანდაკებები, კოლონები, გირლანდები, დიდი კიბე, დიდი თაღები.
  • ზოგ შემთხვევაში პოლიქრომია.
  • მონუმენტური და გრანდიოზული კონცეფცია.

არქიტექტურული ნიმუშები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Reed, Henry Hope and Edmund V. Gillon Jr. 1988. Beaux-Arts Architecture in New York: A Photographic Guide (Dover Publications: Mineola NY)
  • United States. Commission of Fine Arts. 1978, 1988 (2 vols). Sixteenth Street Architecture (The Commission of Fine Arts: Washington, D.C. : The Commission) – profiles of Beaux-Arts architecture in Washington D.C. SuDoc FA 1.2: AR 2.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: