გრან პალე (ფრანგ. Grand Palais — დიდი სასახლე) მდებარეობს პარიზში, მე-8 ოლქში, შანზ-ელიზეს განაპირას. მისი ფართობია 40 000 მ2 მუდმივი დარბაზების გარდა მუზეუმში ეწყობა დროებითი გამოფენები.

დიდი და მცირე სასახლის ერთობლივი ხედი ეიფელის კოშკიდან
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
ინგლ.რუს.ფრ.

„ხელოვნების დიდი დარბაზი“ აიგო 1897 წელს ფართო, მაგრამ არაკომფორტული ინდუსტრიის სასახლის ადგილას. იგი გამიზნული იყო 1900 წლის 15 აპრილიდან 12 ნოემბრამდე ჩატარებული მსოფლიო უნივერსალური ექსპოზიციისთვის. შენობის ერთ-ერთ ფრონტონზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ ამ ძეგლს რესპუბლიკა უძღვნის ფრანგული ხელოვნების სიდიადეს. თავიდან იგი განკუთვნილი იყო დედაქალაქში გამართული დიდი ოფიციალური მანიფესტაციებისთვის.

1975 წელს შენობის ნეფი მიჩნეულ იქნა ისტორიულ მონუმენტად, 2000 წელს კი მთლიანად შენობა ჩაითვალა ისტორიულ ძეგლად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება