ბანივას ხალხი

ეთნიკური ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში

ბანივასამხრეთამერიკელი ინდიელები, რომლებიც არავაკული ენების ოჯახის ბანივას ენაზე ლაპარაკობენ. ცხოვრობენ ამაზონის რეგიონში, ბრაზილიის, კოლუმბიისა და ვენესუელის საზღვრებთან, მდინარე რიო-ნეგროსა და მისი შენაკადების გასწვრივ.

ბანივას ხალხი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: ბრაზილია ბრაზილია 5,811
დროშა: კოლუმბია კოლუმბია 7,000
ვენესუელის დროშა ვენესუელა 2,408
ენები ბანივა, პორტუგალიური
რელიგიები ტრადიციული ტომობრივი რელიგია

დაახლოებით 5 811 ბანივა ცხოვრობს ბრაზილიაში, 7 000 კოლუმბიაში, 2 408 კი ვენესუელის ამასონასის შტატში.[1] თუმცა, ტროპიკული ტყეების რთული გარემოს გათვალისწინებით, მათი ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია.

ბანივას ინდიელების არსებობა ძირითადად დამოკიდებულია მანიოკის მოყვანასა და მეთევზეობაზე. ასევე განთქმულნი არიან მოწნული ნაწარმის ოსტატობით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Robin Wright 1998 - Cosmos, Self and History in Baniwa Religion: For Those Unborn
  • Theodor Koch-Grunberg 1909 - Zwei Jahre unter den Indianern: reisen in nordwest-brasilien 1903-1905("Two years among the Indians")

სქოლიო რედაქტირება

  1. "Baniwa: Introduction." Povos Indígenas no Brasil. (retrieved 30 Nov 2011)