კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია''' მდ...
(განსხვავება არ არის)

20:02, 4 ივლისი 2009-ის ვერსია

კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან რვა კილომეტრზე – მის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზუგდიდ–წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ჩვენს წინაპრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და აქვე ეკლესია აუშენებიათ.