ორხევის ორმოსამარხები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ორხევის ორმოსამარხები''' — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუ...
(განსხვავება არ არის)

09:20, 29 ნოემბერი 2020-ის ვერსია

ორხევის ორმოსამარხები — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ორხევის სამხრეთ განაპირას, მდინარე ივრის პირველ ტერასაზე. განეკუთვნება ძვ. წთ. III ათასწლეულის დასასრულს. ძეგლი 1983 წელს გათხარა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. მირცხულავა).

სამარხები გამოჩნდა ნიაღვრის შედეგადად დახრამული ტერასის კალთაზე. ორმოს სიღრმეა დაახლოებით 0,8-0,9 მეტრი. სამარხები ინდივიდუალურია. შემორჩენილი ძვლების ფრაგმენტებით დაკრძალვის პოზის დადგენა არ ხერხდება, აღმოჩენილია, ვარდისფერსარჩულიანი ნატეხები. ერთი ბადია და ორი ცილინდრულყელიანი სასმისი. მასალა ინახება არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსური ექსპედიციის ბაზაში, დაბა სიონში.

ლიტერატურა