დოქტორანტურა: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დოქტორანტურა''' — უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე სა... |
(განსხვავება არ არის)
|
უკანასკნელი რედაქცია 13:39, 3 მარტი 2020-ის მდგომარეობით
დოქტორანტურა — უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური და მიზნად ისახავს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადებას. დოქტორანტურაში სწავლა მთავრდება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორანტისათვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით დარგის, ქვედარგის/სპეციალიზაციის მიხედვით.
საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
სწავლების მესამე საფეხური — დოქტორანტურა შედგება არანაკლებ 180 კრედიტისაგან. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი.