რიუნოსკე აკუტაგავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 27:
ბოლო წლებში გაუმძაფრდა ფსიქიკური გადაძაბვა, თვითმკვლელობაზე ფიქრი აეკვიატა, რაც ასახულია მის უკანასკნელ მოთხრობებში „კბილებიანი ბორბლები“, „ცხოვრება იდიოტისა“, „წერილები ძველ მეგობარს“. [[1927]] წლის აპრილის დასაწყისში აკუტაგავამ დაამთავრა „კბილებიანი ბორბლები“, სადაც პროტოკოლური სიზუსტით აღწერა ტოკიოში ერთ-ერთი უკანასკნელი მგზავრობისას თავისი განცდები, ადამიანებთან შეხვედრები და საუბრები. მოთხრობა მომწამვლელი ნაღველითაა სავსე. ცხადი იყო, რომ ცხოვრება უკვე მობეზრებოდა - ვერ ურიგდებოდა არამარტო სამყაროს, არამედ საკუთარ თავსაც. ტრაგიკული თხრობა ასეთი სიტყვებით მთავრდება: „წერის ძალა აღარა მაქვს. ასეთ სულიერ ყოფაში ცხოვრება - აუწერელი ტანჯვაა! ნუთუ ვერ მოიძებნება ვინმე, ვინც წყნარად მიმახრჩობდა მძინარეს?“
 
აკუტაგავა ადრეული წლებიდან ცდილობდა ამ ცხოვრებიდან წასვლას. ახალგაზრდა ასაკში ცდა ჩაიტარა საკუთარ თავზე: თოკით კისერი მოიჭირა და წამზომით აკვირდებოდა, თუ რამდენი წამით გახანგრძლივდებოდა სიკვდილი. ათი წამის შემდეგ, როდესაც ცნობიერებამ დაბინდვა დაიწყო, გააჩერა ცდა - თვითმკვლელობის ეს მეთოდი მწერალს არ მოეწონა. პოპულარობას ადრე მიაღწია, ცხოვრების სხვა გარეგანი გამოვლინებებიც საკმაოდ კეთილსაიმედოდ წარიმართა: მტკიცე ოჯახი, ლიტერატურული წარმატება, მკითხველთა სიყვარული. თუმცა თვითონ აკუტაგავა მიიჩნევდა, რომ მისი არსებობა ჯოჯოხეთია და ჯოჯოხეთი გახდა მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა. მწერალს მთელი ცხოვრება ეშინოდა სიგიჟის (დედის სულიერი აშლილობის გამო) და შემოქმედებითი უნაყოფობის. ბოლო წლებში შიში გადაიზარდა აკვიატებულ იდეად, ნევრულმა დაძაბვამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, უძილობა, გადაღლა.
 
[[1927]] წლის [[24 ივლისი|24 ივლისს]], გამთენიისას, აკუტაგავა რიუნოსკემ ვერონალის სასიკვდილო დოზა მიიღო და, სრულ სიმშვიდეში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი მხოლოდ 35 წლის იყო.