რაბათის უბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში ერთმანეთის გვერდით დგას წმ. მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკური ეკლესია, სინაგოგა და სომხური სამოციქულო ეკლესია.
 
ახალციხეში უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს ციხესიმაგრე რაბათი რომელიც შვიდ ჰექტარზეა გაშლილი, სადაც ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება, მნახველს რამოდენიმერამდენიმე საათი სჭირდება, რომ მთელი კომპლექსი საგულდაგულოდ დაათვალიეროს. არქიტექტორთა და რესტარვატორთა ჩანაფიქრით, რაბათის ციხე-ქალაქი პირობითად ორ ნაწილად დაიყო. ისტორიული ნაწილი შედარებით მაღლა მდებარეობს, სადაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რესტარვაცია-რეაბილიტაცია განხორციელდა. კომპლექსის მეორე ნაწილში თანამედროვე დაწესებულებებია, მაგ., ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რესტორანი, კაფე, სუვენირებისა და ტანსაცმლის მაღაზიები, მუზეუმი, ოთახი, სადაც ტურისტებმა შეიძლება იხილონ ქალაქ ახალციხის მაკეტი, ქორწინების სახლი, თურქული აბანოები, ამფითეატრი, ღვინის მარანი, სადაც შეიძლება ქართული ღვინოს დაგემოვნება და ყიდვა, აქ წარმოდგენილია 24-ზე მეტი ქართული ღვინის ბრენდი. იმ ტურისტებისათვის, ვისაც ძვირფასეულობა აინტერესებს, გახსნილია საიუველირო მაღაზია ქართული ეროვნული ნაკეთობებით. რაბათის მთელ ტერიტორიას გარს არტყია ტრადიციული ოთხი კოშკი, რომელზედაც შეიძლება ასვლა შიდა კიბეებით და იშლება ფანტასტიკური ხედი. რაბათი მნახველის ყურადღებას იპყრობს დარბაზული ტიპის ძველი შენობებით.
 
ახალციხის ისტორია IX საუკუნიდან, სწორედ რაბათიდან იწყება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაბათის_უბანი“-დან