რაბათის უბანი
რაბათის უბანი — გამორჩეული ისტორიული უბანი, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი.
ისტორია
რედაქტირებაადგილი სადაც ქართველები, სომხები, ბერძნები, პოლონელები, უკრაინელები, რუსები და ებრაელები ერთად ცხოვრობდნენ. 1990 წელს საქართველოში დაწყებული არეულობის გამო, დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. ახალციხეში დარჩენილი ებრალების ორი ოჯახი სინაგოგას ტურისტების მიერ გაღებული შემოწირულობით ინახავს. გასულ წელს ახლციხის ციხეს 75 314 უცხოელი ტურისტი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან იყო. რაბათი ერთადერთი უბანია, სადაც კათოლიკეების, მართლმადიდებლების, მაჰმადიანების, ებრაელებისა და სომხების სალოცავებია გაშენებული.
ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში ერთმანეთის გვერდით დგას წმ. მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკური ეკლესია, სინაგოგა და სომხური სამოციქულო ეკლესია.
ახალციხეში უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს ციხესიმაგრე რაბათი რომელიც შვიდ ჰექტარზეა გაშლილი, სადაც ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება, მნახველს რამდენიმე საათი სჭირდება, რომ მთელი კომპლექსი საგულდაგულოდ დაათვალიეროს. არქიტექტორთა და რესტარვატორთა ჩანაფიქრით, რაბათის ციხე-ქალაქი პირობითად ორ ნაწილად დაიყო. ისტორიული ნაწილი შედარებით მაღლა მდებარეობს, სადაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რესტარვაცია-რეაბილიტაცია განხორციელდა. კომპლექსის მეორე ნაწილში თანამედროვე დაწესებულებებია, მაგ., ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რესტორანი, კაფე, სუვენირებისა და ტანსაცმლის მაღაზიები, მუზეუმი, ოთახი, სადაც ტურისტებმა შეიძლება იხილონ ქალაქ ახალციხის მაკეტი, ქორწინების სახლი, თურქული აბანოები, ამფითეატრი, ღვინის მარანი, სადაც შეიძლება ქართული ღვინოს დაგემოვნება და ყიდვა, აქ წარმოდგენილია 24-ზე მეტი ქართული ღვინის ბრენდი. იმ ტურისტებისათვის, ვისაც ძვირფასეულობა აინტერესებს, გახსნილია საიუველირო მაღაზია ქართული ეროვნული ნაკეთობებით. რაბათის მთელ ტერიტორიას გარს არტყია ტრადიციული ოთხი კოშკი, რომელზედაც შეიძლება ასვლა შიდა კიბეებით და იშლება ფანტასტიკური ხედი. რაბათი მნახველის ყურადღებას იპყრობს დარბაზული ტიპის ძველი შენობებით.
ახალციხის ისტორია IX საუკუნიდან, სწორედ რაბათიდან იწყება.
რაბათის ციხის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ჰოსპიტალი, რომლის ტერიტორიაზე ახლა ამფითეატრი, მუზეუმი, რესტორნები, კაფეები, კარიბჭიდან ხელმარცხნივ კი, მარანი გაკეთდა.
რაბათის უბანი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].