ტრისტან და იზოლდა (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ოპერა
| სახელწოდება = ტრისტანიტრისტან და იზოლდა <br>Tristan und Isolde</br>
| კურსივისახელი = ტრისტანიტრისტან და იზოლდა {{lang-de|Tristan und Isolde}}
| ჟანრი = მუსიკალური დრამა
| კომპოზიტორი = რიხარდ ვაგნერის
ხაზი 20:
| საიტი =
}}
'''''ტრისტანიტრისტან და იზოლდა''''' (''Tristan und Isolde'') — [[რიხარდ ვაგნერი|რიხარდ ვაგნერის]] მუსიკალური დრამა (ოპერა) სამ მოქმედებად კომპოზიტორის ლიბრეტოთი, დაფუძნებული გოტფრიდ ფონ შტრასბურგის ''ტრისტანზე'' (XII ს.). დაიწერა 1857-1859 წლებში და პირველად შესრულდა [[მიუნხენი|მიუნხენის]] ნაციონალურ თეატრში, ჰანს ფონ ბიულოვის დირიჟორობით, 1865 წლის 10 ივნისს. ვაგნერი ნაწარმოებს უწოდებდა არა ოპერას, არამედ „eine Handlung” (სიტყვასიტყვით, „დრამა“, „სცენარი“, „მოქმედება“). მსგავს ტერმინს იყენებდა თავისი დრამებისთვის ესპანელი დრამატურგი პედრო კალდერონიც.
 
ვაგნერის მიერ ''ტრისტანის და იზოლდას'' შექმნა შთაგონებული იყო [[არტურ შოპენჰაუერი|არტურ შოპენჰაუერის]] ფილოსოფიით, განსაკუთრებით მისი ნაშრომით ''სამყარო, როგორც ნება და წარმოსახვა'', აგრეთვე, სასიყვარულო ურთიერთობით მატილდა ვეზენდოკთან. ''ტრისტანი'', რომელიც ფართოდაა აღიარებული, როგორც საოპერო რეპერტუარის ერთ-ერთი მწვერვალი, აგრეთვე გამორჩეულია ვაგნერის მიერ ქრომატიზმის, ტონალური გაურკვევლობის, საორკესტრო ფერის და ჰარმონიული დაძაბულობის უპრეცედენტო გამოყენებით.
ხაზი 58:
=== პრემიერა ===
 
''ტრისტანიტრისტან და იზოლდა'' დასადგმელად რთული ოპერა აღმოჩნდა და ვაგნერს სცენის არაერთი ვარიანტის განხილვა მოუხდა. 1857 წელს, [[ბრაზილიის იმპერია|ბრაზილიის იმპერატორის]], პედრო II-ს წარმომადგენელმა მას თავისი ოპერების [[რიო-დე-ჟანეირო|რიო-დე-ჟანეიროში]] დადგმა შესთავაზა იტალიურად, საიმპერიო ოპერის ენაზე. კომპოზიტორმა ლისტს უთხრა, რომ ამ ვარიანტს განიხილავდა და ''ტრისტანის'' პრემიერის პატივიც რიოს ერგებოდა. ვაგნერმა იმპერატორს თავისი წინა ოპერების აკინძული ასლებიც გაუგზავნა ინტერესის გამოხატვის მიზნით, თუმცა ამ გეგმას საბოლოო შედეგი არ მოჰყოლია.<ref name=bassett /> შემდეგი იდეა პრემიერის [[სტრასბური|სტრასბურგში]] გამართვა იყო, [[ბადენის დიდი საჰერცოგო|ბადენის]] დიდი ჰერცოგინიას მიერ გამოხატული ინტერესის გამო. პროექტი ამჯერადაც ჩავარდა.<ref name=bassett>Peter Bassett, "Richard Wagner's ''Tristan und Isolde''"]. Retrieved 25 September 2016</ref> შემდგომ ვაგნერი [[პარიზი|პარიზის]] ვარიანტს განიხილავდა, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში საოპერო სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა, თუმცა, პარიზის ოპერაში ''ტანჰოიზერის'' კატასტროფული დადგმის შემდეგ გადაიფიქრა და ნაწარმოები [[კარლსრუე|კარლსრუეს]] ოპერას შესთავაზა 1861 წელს.
 
[[File:Hans von buelow.jpg|thumb|left|upright|ჰანს ფონ ბიულოვი, რომელიც პრემიერას დირიჟორობდა.]]
როცა ვაგნერი [[ვენის სახელმწიფო ოპერა|ვენის ოპერას]] ეწვია ამ დადგმისთვის მომღერლების შესარჩევად, ოპერის მმართველობამ პრემიერის იქ განხორციელება შესთავაზა. თავდაპირველად, [[ტენორი]] ალოის ანდერი შეირჩა ტრისტანის პარტიისთვის, მაგრამ როლის შესწავლა ვერ შეძლო. პარალელური მცდელობები ოპერის დადგმისა დრეზდენში, [[ვაიმარი|ვაიმარში]] და [[პრაღა|პრაღაში]] უშედეგოდ დასრულდა. 1862-1864 წლებში ჩატარებული 70-ზე მეტი რეპეტიციის მიუხედავად, ''ტრისტანისტრისტან და იზოლდას'' ვენაში დადგმა ვერ მოხერხდა, რამაც ოპერას შეუსრულებადის რეპუტაცია შეუქმნა.
 
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაგნერის სპონსორი ბავარიის მეფე, [[ლუდვიგ II (ბავარია)|ლუდვიგ II]] გახდა, (მან კომპოზიტორს სოლიდური სტიპენდია დაუნიშნა და სხვაგვარადაც ეხმარებოდა მის არტისტულ წამოწყებებს) მოიძებნა საკმარისი რესურსები ''ტრისტანის'' პრემიერისთვის. პრემიერა მიუნხენის ნაციონალურ თეატრში უნდა გამართულიყო, ხოლო დირიჟორად ჰანს ფონ ბიულოვი შეარჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ვაგნერს მის ცოლთან, კოზიმასთან, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. 1865 წლის 15 მაისს დაგეგმილი პრემიერის გადადება მაინც გახდა საჭირო, რათა იზოლდას პარტიის შემსრულებელს, მალვინა შნორ ფონ კაროლსფელდს დისფონიისგან განკურნების დრო ჰქონოდა. საბოლოოდ, პრემიერა 1865 წლის 10 ივნისს შედგა და მალვინას პარტნიორობას მეუღლე, ლუდვიგ შნორ ფონ კაროლსფელდი უწევდა ტრისტანის როლში.
ხაზი 77:
== მნიშვნელობა რომანტიკული მუსიკის განვითარებაში ==
 
''ტრისტანისტრისტან და იზოლდას'' მუსიკა ხშირად სახელდება გარდატეხის წერტილად დასავლური მუსიკის განვითარების ისტორიაში.<ref>Rose, John Luke. "A Landmark in Musical History" in Wagner 1981, p. 15.</ref> ოპერის განმავლობაში ვაგნერი იყენებს საორკესტრო ფერების ფართო სპექტრს, ჰარმონიასა და [[პოლიფონია|პოლიფონიას]] ისეთი თავისუფლებით, როგორიც იშვიათად გვხვდება მის ადრინდელ ოპერებში. ნაწარმოების პირველივე, ე.წ. ''ტრისტანის აკორდი'', დიდი მნიშვნელობისაა ტრადიციული ტონალური ჰარმონიიდან გამოსვლაში, რადგანაც მისი გადაწყვეტა სხვა, ასევე დისონანტურ აკორდში ხდება:<ref>Magee 2001, p. 208.</ref>
 
: <score lang="lilypond" override_ogg="Wagner Tristan opening (orchestral).ogg">
ხაზი 156:
== ინსტრუმენტული შემადგენლობა ==
 
''ტრისტანიტრისტან და იზოლდასთვის'' განსაზღვრულია შემდეგი ინსტრუმენტები:
 
* 3 [[ფლეიტა]] (ერთ-ერთი ასრულებს პიკოლოს პარტიასაც), 2 [[ჰობოი]], ინგლისური ქარახსა, 2 [[კლარნეტი]], ბანის კლარნეტი, 3 [[ფაგოტი]]
ხაზი 170:
 
=== I მოქმედება ===
[[File:Tristan.jpg|upright|thumb|''ტრისტანიტრისტან და იზოლდა'' <br>ფერდინანდ ლეკეს ნახატი</br>|alt=]]
 
იზოლდა, რომელიც [[კორნუოლის და დასავლეთ დევონის სამთო მოპოვებითი ლანდშაფტი|კორნუოლის]] მეფე მარკეზეა დანიშნული, მსახურ ქალთან, ბრანგენესთან ერთად ტრისტანის გემით კორნუოლში მიემგზავრება. ოპერა იწყება ახალგაზრდა მეზღვაურის სიმღერით „ირლანდიელ ქალიშვილზე“ („Westwärts schweift der Blick“), რომელსაც იზოლდა საკუთარ დაცინვად იღებს. განრისხებული, ისურვებს, ზღვა აღელდეს, გემი ჩაიძიროს და გემზე მყოფებთან ერთად, თავადაც დაიღუპოს („Erwache mir wieder, kühne Gewalt“). იგი პირველ რიგში ტრისტანზეა გაბრაზებული, რაინდზე, რომელიც მის მარკესთან წაყვანაზეა პასუხისმგებელი და გზავნის ბრანგენეს, რათა უბრძანოს ტრისტანს, მასთან გამოცხადდეს („Befehlen liess' dem Eigenholde“). ტრისტანი უარყოფს მოთხოვნას და ამბობს, რომ მისი ადგილი გემის საჭესთანაა. მისი თანამებრძოლი, კურვენალი, უფრო მკვახედ პასუხობს, რომ იზოლდას ტრისტანისთვის ბრძანების მიცემის უფლება არ აქვს და ახსენებს, რომ იზოლდას წინა საქმრო, მოროლდი, სწორედ ტრისტანმა მოკლა („Herr Morold zog zu Meere her“).
ხაზი 190:
=== III მოქმედება ===
 
კურვენალს ტრისტანი თავის სასახლეში, კარეოლში, ბრეტონში ჰყავს მოყვანილი. მწყემსი სევდიან მელოდიას უკრავს და კითხულობს, გაიღვიძა თუ არა ტრისტანმა. კურვენალი პასუხობს, რომ მას მხოლოდ იზოლდას მოსვლა გადაარჩენს. მწყემსი კი ეუბნება, რომ რაიმე გემის გამოჩენისას მხიარულ მელოდიას დაუკრავს. ტრისტანი იღვიძებს („Die alte Weise – was weckt sie mich?“) და დასტირის ბედს, კვლავ დღის ყალბ სამეფოში ყოფნას და დაუკმაყოფილებელ წყურვილს („Wo ich erwacht' weilt ich nicht“). მის მწუხარებას კურვენალი ამთავრებს, როცა ეუბნება, რომ იზოლდა მოდის. ტრისტანი, სიხარულით აღვსილი, ეკითხება, ჩანს თუ არა გემი, მაგრამ მწყემსისგან მხოლოდ მწუხარე მელოდია ისმის.
 
ტრისტანი მწუხარებას უბრუნდება და ახსენდება, რომ იგივე მელოდიას უკრავდნენ მაშინაც, როცა მამის და დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო („Muss ich dich so versteh'n, du alte, ernst Weise“). ის ძალის გამოცლამდე წყევლის თავის ვნებას და სიყვარულის ელექსირს („verflucht sei, furchtbarer Trank!“). მწყემსი იზოლდას გემის მოახლოვებას ატყობინებთ, კურვენალი მის შესახვედრად მიდის, ამ დროს კი ტრისტანი, აღტაცებული, წრილობებიდან სახვევებს იხსნის („Hahei! Mein Blut, lustig nun fliesse!“). როცა იზოლდა მასთან მიდის, ტრისტანი მისი სახელის ხსენებით კვდება.
ხაზი 210:
== რეაქცია ==
 
მიუხედავად იმისა, რომ ''ტრისტანიტრისტან და იზოლდა'' მსოფლიოს საოპერო თეატრებში ხშირად სრულდება, თავდაპირველი კრიტიკული მოსაზრება მასზე უარყოფითი იყო. ''Allgemeine musikalische Zeitung-ის'' 1865 წლის 5 ივლისის ნომერში ეწერა:
{{quote|პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის სექსუალური სიამოვნების განდიდება ყველა მაცდური ხერხით, დაუშრეტელი მატერიალიზმით, რომელის მიხედვითაც, ადამიანებს არ გააჩნიათ უფრო მაღალი ბედისწერა, ვიდრე ის, რომ მტრედებივით უმანკო ცხოვრების შემდეგ „ტკბილ სურნელებაში სუნთქვასავით გაქრნენ“. ამ მიზნის მისაღწევად მუსიკა სიტყვას არის დამონებული, [[მუზა|მუზათა]] შორის ყველაზე სრულყოფილს ვულგარული სურათების ხატვისთვის იყენებენ... (ვაგნერი) თავად ვნებას აქცევს თავისი დრამის ნამდვილ სუბიექტად... ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოემა ''ტრისტანიტრისტან და იზოლდას'' ეს სასცენო წარმოდგენა გარყვნილების აქტის ტოლფასია. ვაგნერი არ გვიჩვენებს ნორდული [[საგა (ლიტერატურა)|საგის]] გმირთა ცხოვრებას, რომელიც გაანათლებდა და სულიერად გააძლიერებდა მის გერმანულ აუდიტორიას. რასაც იგი გვიჩვენებს, არის ის, თუ როგორ ანგრევს ვნება გმირების ცხოვრებას.<ref>Barth 1975, p. 208.</ref>}}
 
ედუარდ ჰანსლიკმა ''ტრისტანის'' პრელუდიის მოსმენისას, 1868 წელს, განაცხადა, რომ ის აგონებდა „ერთ ძველ იტალიურ ნახატს, რომელზეც წამებულის შიგნეული ნელ-ნელა გადმოდის მისი სხეულიდან საწამებელ ბორბალზე“. ლოდონის Drury Lane Theatre-ში პირველ წაროდგენას, 1882 წელს, გაზეთი ''The Era'' ასე გამოეხმაურა:
ხაზი 219:
{{quote|ვიცნობ რამდენიმეს და მსმენია ბევრი ადამიანის შესახებ, რომელმაც მისი ნახვის შემდეგ ვერ დაიძინა და ღამე ტირილში გაატარა. აქ თავს ძალიან უცხოდ ვგრძნობ. ხანდახან მგონია, რომ ერთადერთი საღად მოაზროვნე პიროვნება ვარ შეშლილთა საზოგადოებაში; ხანდახან მგონია, ბრმა ვარ იქ, სადაც ყველა ხედავს; ერთადერთი ველური სწავლულთა შორი და ერეტიკოსი სამოთხეში.<ref>Twain, Mark (6 December 1891). "Mark Twain at Bayreuth". ''Chicago Daily Tribune''. See {{Cite web |title=At the Shrine of St. Wagner |publisher=twainquotes.com |url=http://www.twainquotes.com/Travel1891/Dec1891.html |accessdate=18 November 2010}}</ref>}}
 
[[კლარა შუმანი]] წერდა, რომ ''ტრისტანიტრისტან და იზოლდა'' ყველაზე ამაზრზენი რამ იყო, რაც თავის ცხოვრებაში ენახა ან მოესმინა.<ref>Brauenstein, Joseph (1971). Notes for the LP "[[Clara Schumann]]. Piano Concerto in A minor, Op. 7 ". [[Michael Ponti]], piano; [[Berliner Symphoniker|Symphonisches Orchester Berlin]]; Völker Schmidt-Gertenbach, conductor. Vox STGBY649. {{OCLC|34837519|3496053}}.</ref>
 
დროის გასვლასთან ერთად ''ტრისტანის'' მიმართ დამოკიდებულება დადებითად შეიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე [[ჯუზეპე ვერდი|ჯუზეპე ვერდიმ]] ინტერვიუში თქვა: „გაოცებითა და ძრწოლით ვდგავარ ვაგნერის ''ტრისტანის'' წინაშე“.<ref>Millington 1992, p. 382.</ref> ''სრულყოფილ ვაგნერიანელში (The Perfect Wagnerite)'', მწერალი და სატირიკოსი [[ჯორჯ ბერნარდ შოუ]] წერს, რომ ''ტრისტანი'' იყო „გასაოცრად ინტენსიური და ნამდვილი გადმოტანა მუსიკაში იმ ემოციებისა, რაც შეყვარებული წყვლის ერთობას ახლავს“ და მას „განადგურებისა და სიკვდილის ლექსი“ უწოდა. [[რიხარდ შტრაუსი]], რომელსაც თავდაპირველად ''ტრისტანი'' არ მოსწონდა, ამბობდა, რომ ვაგნერის მუსიკა „მოკლავდა კატას და ქვებს ათქვეფილ კვერცხებად გადააქცევდა თავისი საზარელი დისკორდებით“. თუმცა მოგვიანებით, 1892 წელს, როცა ბაიროითის ფესტივალის ვიწრო წრეში იყო მოხვედრილი, კოზიმა ვაგნერისთვის მიწერილ წერილში განაცხადა: „ჩემი პირველი ''ტრისტანი'' ვიდირიჟორე. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცარი დღე იყო.“ 1935 წელს მან იოზეფ გრეგორს, თავის ერთ-ერთ ლიბრეტისტს მისწერა, რომ ''ტრისტანიტრისტან და იზოლდა'' მთელი რომანტიზმის დასასრული იყო, რადგან მთელი XIX საუკუნის მოლოდინი მასში იყო გაერთიანებული.“ <ref>Kennedy, Michael (Cambridge University Press, 2006), ''Richard Strauss: Man, Musician, Enigma'', p. 67. [https://books.google.com/books?id=VtjN7_oeWmYC&lpg=PA67&dq=%22richard%20strauss%22%20%22tristan%20und%20isolde%22&pg=PA67#v=onepage&q=%22end%20of%20all%20romanticism%22&f=false Google Books]</ref>
 
დირიჟორმა ბრუნო ვალტერმა ''ტრისტანიტრისტან და იზოლდა'' პირველად 1889 წელს, სტუდენტობისას მოისმინა:
{{quote|ბერლინის ოპერის ყველაზე მაღალ იარუსში ვიჯექი და ჩელოების პირველი ბგერიდან მოყოლებული, გული სპაზმურად შემეკუმშა... მანამდე არასდროს არ განეცადა ჩემს სულს ხმისა და ვნების მსგავსი წარღვნა, ჩემს გულს - მსგავსი სურვილი და ნეტარება... ახალი ეპოქა დაიწყო: ვაგნერი იყო ჩემი ღმერთი და მე მისი წინასწარმეტყველი მინდოდა ვყოფილიყავი.<ref>{{Cite book|url=https://books.google.com/books?id=vGLL4fEE08sC&pg=PA148&lpg=PA148|title=Classical Music: The 50 Greatest Composers and Their 1,000 Greatest Works|last=Goulding|first=Phil G.|date=2011-03-16|publisher=Random House Publishing Group|isbn=9780307760463|language=en|page=148}}</ref>}}
 
[[ფრიდრიხ ნიცშე]], რომელიც ახალგაზრდობაში ვაგნერის ერთ-ერთი უერთგულესი მოკავშირე იყო, წერდა, რომ მისთვის ''ტრისტანიტრისტან და იზოლდა'' ნამდვილი ''opus metaphysicum'' იყო თავისი უბრალო დიდებულებით. მეგობრის, ერვინ როდესთვის მიწერილ წერილში, 1868 წლის ოქტომბერში, ნიცშემ აღწერა თავისი რეაქცია ''ტრისტანის'' პრელუდიაზე: „უბრალოდ ვერ ვახერხებ, კრიტიკულად მიუკერძოებელი ვიყო ამ მუსიკის მიმართ. იგი ყველა ნერვს ეხება დიდი ხანია მსგავსი ექსტაზის განცდა ჩემში არაფერს გამოუწვევია“. მას შემდეგაც კი, რაც მისი გზები ვაგნერთან გაიყო, ნიცშე განაგრძობდა ''ტრისტანის'' შედევრად მოხსენიებას: „ჯერ კიდევ ვეძებ ისეთ ნამუშევარს, რომელშიც არის ისეთი სახიფათო აღტაცება, ისეთი ნეტარებით სავსე უსასრულობა, როგორიც ''ტრისტანში'' - ვეძებ უშედეგოდ,ხელოვნების ყველა ფორმაში.“<ref>Nietzsche 1979, p. 61.</ref>
 
[[მარსელ პრუსტი]], რომელზეც ვაგნერმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, ''ტრისტანს'' და მის „ულევ გამეორებებს“ არაერთხელ ეხება თავის ნაშრომში ''დაკარგული დროის ძიებაში''. მისი დახასიათებით, პრელუდიის თემა არის „დაკავშირებული მომავალთან, ადამიანის სულის რეალობასთან.“<ref>Proust, In Search of Lost Time (https://www.gutenberg.org/files/7178/7178-h/7178-h.htm)</ref><ref>Nattiez, Jean-Jacques. Proust as Musician. Oxford. https://books.google.com/books?id=tWoHGRw8No0C&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false</ref>
ხაზი 245:
| title = On-line catalogue entry ''Tristan und Isolde'' DVD conducted by James Levine
| publisher = Deutsche Grammophon
| accessdate = 1 December 2010}}</ref> აგრეთვე DVD 1993 წლის ბაიროითის პროდუქციისა დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით, სადაც იზოლდას პარტიას ვალტრაუდ მაიერი, ხოლო ტრისტანისას - ზიგფრიდ იერუსალემი ასრულებს, ხოლო რეჟისურა ჰაინერ მიულერს ეკუთვნის. უფრო ახალია მილანის La Scala-ს დადგმის DVD ბარენბოიმის დირიჟორობით, რომელის პროდუსერიც პატრიკ შეროა. არსებობს აგეთვე ტექნიკურად წუნდებული, მაგრამ ისტორიულად მნიშვნელოვანი ვიდეო-ჩანაწერი ოპერის დადგმიდან Théâtre antique d'Orange-ში 1973 წელს, რომელშიც მთავარ პარტიებს ბირგიტ ნილსონი და ჯონ ვიკერსი ასრულებენ და მას კარლ ბემი დირიჟორობს.
 
2009 წელს, პირველად მსოფლიოში, ბრიტანულმა გლინდბორნის ოპერის თეატრმა მსმენელს ''ტრისტანის'' 2007 წლის ვიდეო-ჩანაწერის ონლაინ შეძენის და ჩამოტვირთვის საშუალება მისცა.<ref>{{Cite web |title=Glyndebourne – Tristan und Isolde – Download |url=http://www.glyndebourne.com/operas/tristan_und_isolde/download |publisher=glyndebourne.com |accessdate=19 November 2010 |deadurl=yes |archiveurl=https://web.archive.org/web/20100116113510/http://www.glyndebourne.com/operas/tristan_und_isolde/download |archivedate=16 January 2010 |df= }}</ref>