ჩანასახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 7:
==მცენარის ჩანასახი==
[[ფაილი:Ginkgo embryo and gametophyte.jpg|მინი|[[გინკგო]]ს ჩანასახი]]
მცენარის ჩანასახი, იგივე ემბრიო, ახალი ინდივიდის ნასახი, რომელიც ზიგოტიდან ვითარდება. ყველაზე მარტივი ემბრიონული განვითარება მწვანე [[წყალმცენარეები|წყალმცენარეებს]] აქვთ, მაგალითად, [[სპიროგირა|სპიროგირას]] ზიგოტა სპოროფიტული ძაფის გარეშე იწყებს [[მეიოზი|მეიოზურ გაყოფას]]. ხავსებში ჩანასახი ვითარდება დედა ორგანიზმზე – გამეტოფიტზე და აქვე წარმოქმნის [[სპორები|სპორებს]]. [[ლიკოპოდიუმი|ლიკოპოდიუმის]] ჩანასახს აქვს 2 სიმეტრიული ბორცვი (საიდანაც წარმოიქმნება [[ფოთლები]]), მათ შორის მოთავსებულია ზრდის წერტილი. შვიტებსა და [[გვიმრები|გვიმრებში]] ზიგოტიდან წარმოიქმნება 4 ზონა, რომელთაგანაც შესაბამისად ვითარდება [[ყლორტი]], პირველი ფოთოლი, [[ფესვი]] და ფეხი, [[შიშველთესლოვანები|შიშველთესლოვანებში]] ჩანასახის განვითარების საწყის (ე. წ. ცენოციტურ) სტადიაზე მეტნაკლები რაოდენობით ვითარდება თავისუფალი ბირთვები. მოგვიანებით ბირთვებს შორის ჩნდება უჯრედული ტიხარი, ჩაისახება ყლორტი, ფესვი და ლებნები. [[ფარულთესლოვანები|ფარულთესლოვანებში]] განვითარების საწყის ეტაპზე თავისუფალი ბირთვების წარმოქმნა (გამონაკლისია [[იორდასალამი]]) არ ხდება, ფარულთესლოვანთა უმეტესობაში ზიგოტა წარმოქმნის ორ უჯრედს; აპიკალურიდან ვითარდება საკუთრივ ჩანასახი, ხოლო ბაზალურიდან — საკიდარი ანუ სუსპენზორი. ზიგოტის პირველი დაყოფების თავისებურებანი საფუძვლად უდევს ფარულთესლოვანთა ემბრიონული ტიპების კლასიფიკაციას, ემბრიოგენეზის გვიანდელ სტადიებზე ერთლებნიანებში პროემბრის აპიკალური ზონა იძლევა მხოლოდ ერთ ბორცვს (საიდანაც ერთი ლებანი წარმოიქმნება), ხოლო ორლებნიანებში ასეთი ბორცვი ორი ან ორზე მეტია. ჩანასახის კვებასემსახურება ენდოსპერმი, მოგვიანებით თესლში სამარაგო საკვები ნივთიერებები გროვდება [[ენდოსპერმი|ენდოსპერმში]] ან ლებნებში. თესლში ზოგჯერ არის სამარაგო საკვები ნივთიერებების შემცველი სხვა ქსოვილიც — [[პერისპერმი]] (წარმოქმნილი მუცელუსისგან). ევოლუციურ პროცესში ფარულთესლოვანთა ზოგიერთ ჯგუფში (მაგ., პარაზიტებსა და საპროფიტებში) ჩანასახი რედუცირებულია.
იგივე ემბრიო, ახალი ინდივიდის ნასახი, რომელიც ზიგოტიდან ვითარდება. ყველაზე მარტივი ემბრიონული განვითარება მწვანე [[წყალმცენარეები|წყალმცენარეებს]] აქვთ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ჩანასახის ჩამოყალიბების საფუძველზე ვითარდება [[ფოთოლი]], [[ყლორტი]], [[ფესვი]], [[ლებანი]] და სხვა.
* [[ემბრიოგენეზე]]
* [[ჩანასახოვანი გარსები]]
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|11|78|ღვალაძე გ.}}
 
[[კატეგორია:ბიოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩანასახი“-დან