ძიმითი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ძიმითი არის სოფლების, [[ზედა ძიმითი]]სა და [[ქვედა ძიმითი]]ს ძველი სახელწოდება. ძიმითის სასოფლო საოგადოება ასევე მოიცავდა [[მამათი|მამათს]] და [[ნაგომარი|ნაგომარს]]. ძიმითის სასოფლო საზოგადოებას ეკავა [[სუფსა|სუფსის]] მარჯვენა ნაპირი, [[ნიგოითის სერი]]ს კალთები. საზოგადოებას ეკავა მთაგორიანი ტერიტორიები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით ეჭირა მდინარე სუფსის უხვმოსავლიანი სასიმინდე მერეები, შუაში ჩამოდიოდა მდინარე მამათისღელე. ძირითადად მოდიოდა [[სიმინდი]] და [[ღომი]]. გავრცელებული იყო [[მეაბრეშუმეობა]] და [[მეფუტკრეობა]].<ref>„გურიის წარსულიდან: გიგო შარაშიძე“ გვ. 37-39 — თბილისი, 2006 ISBN 99940-62-66-2</ref>
 
ძიმითში გორდელაურის, კიბულასა და ჩიტიას გორაკები ეკავა ციხეს, რომელსაც [[ვახუშტი ბატონიშვილი]] ბერიძის ციხედ მოიხსენიებს. ციხის მფლობელი იყო [[ფომინისა ბერიძე]], რომელიც [[ქრისტეფორე კასტელი|ქრისტეფორე კასტელს]] ჰყავს მოხსენიებული. ციხის ეზოში იდგა სასახლე.<ref>''ენვერ გოგუაძე'', „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001</ref>
 
ძიმითში იდგა წმინდა კვირიკეს სახელობის ხის, გუმბათიანი ეკლესია. ეკლესიას გარშემო ჰქონდა ქვის გალავანი. 1660-1662 წლებში [[ვამეყ III დადიანი|ვამეყ დადიანმა]] ძიმითი აფხაზეთის საკათალიკოსოს შესწირა.<ref>„ქართული სამართლის ძეგლები“ ტ. VI გვ. 671 — თბილისი, 1977</ref> ეკლესია გუგუნავების სათავადოში მდებარეობდა და მათი მზრუნველობით სარგებლობდა. გიორგი და სიმონ გუგუნავებმა ძიმითს შესწირეს ზარი, ვახუშტი გუგუნავამ შესწირა წმინდა გიორგის ხატის ბუდე. 1901 წლის 15 იანვარს ძიმითის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძარმა იმსხვერპლა თავადი გუგუნავების კუთვნილი საგვარეულო ნივთები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძიმითი“-დან