ხან იუი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ხან იუი''' (მეორე სახელი ტუი-ჯი,მეტსახელი ხან იუი|ჩა...
(განსხვავება არ არის)

09:39, 15 ივნისი 2017-ის ვერსია

ხან იუი (მეორე სახელი ტუი-ჯი,მეტსახელი ჩან-ლი) დ.768 — გ.824ჩინელი ფილოსოფოსი, ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე. ეკავა მაღალი თანამდებობები სამეფო კარზე.უდრეკი ხასიათის გამო ხშირად იმსახურებდა რისხვას, გადასახლებული იყო უკიდურეს სამხრეთში. ლიტერატურაში კონფუციანელობისა და რაციონალიზმის პოზიციებიდან თავს ესხმოდა ბუდიზმსა და დაოსიზმს. იდეალის ძებნაში მიმართავდა წარსულს.საფუძველი ჩაუყარა „ძველისაკენ მობრუნებს“ მოძრაობას.წერდა ტრაქტატებს, ეპიტაფიებს, ფილოს, ლექსებს, ოდებს(ფუ). მისი შემოქმედების ცენტრშია ადამიანი და ადამიანურობა (ტრაქტატები: „გზის შესახებ“, „ადამიანის ბუნების შესახებ“, „ადამიანის შესახებ“, „ცილისწამების შესახებ“, „ეშმათა შესახებ“).

ლიტერატურაში ებრძოდა ცხოვრებისგან მოწყვეტას, ჩინურ ლიტერატურაში გაბატონებულ „პარალელურ პროზას“,რომის საპირისპიროდაც შემოიღო ე.წ. „ძველი სტილი“ - ენობრივად უბრალო, თავისუფალი ფორმა. განიცადა დუ ფუს გავლენა. ნ. კონრადი და სხვა მეცნიერები ხან იუის ჩინური რენესანსის წარმომადგენლად მიიჩნევენ.

ლიტერატურა

  • Конрад Н. И.,Хань Юй и начало китайского Ренессанса, მის წიგნ Запад и восток, М., 1972.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 431.