კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 120:
კოლხეთის მდიდარი ელიტა ბერძნული ყაიდის უნდა ყოფილიყო. მდიდრულ სამაროვნებში რომელიც ძირითადად ვანში გამოვლინდა (ასევე აფხაზეთში) უნდა არსებულიყო ზღაპრულად მდიდარი ფენა. მათ ბერძნული წყაროები სკეპტუხებს (კვერთხისპყრობელებს) უწოდებენ, რომელბიც როგორც ჩანს კოლხური ტომების მეთაურები უნდა ყოფილიყვნენ. არქეოლოგიური მასალიდან ჩანს რომ მაღალი ელიტისთვის დამახასიათებელი იყო ბერძნული ჩაცმულობა, სამკაულები, ატრიბუტიკა, სახელები და საცხოვრებლები.
 
ბერძნების მიერ დაარსებულ სავაჭრო პოლისებს შორის ყველზეყველაზე ცნობილები იყო: ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი, ფაზისი და პიტიუსი. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ფაზისი სადაც ყველაზე ძლიერი ბერძნული სავაჭრო ფენა და ელიტა იყრიდა თავს კოლხეთის მასშტაბით რადგანაც შემდგომში იგი მნიშვნელოვან როლს არ კარგავს დასავლეთ საქართველოს განვითარების საქმეში (მაგ. [[კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა]]). ასევე მნიშვნელოვანი ქალაქები იყო სურიუმი (ვანი), საირხე, დაბლაგომი, ხოლო ქვეყნის სიღრმეში იხსენიება დიდი ბარბაროსული ქალაქი, რომელიც ვარაუდით შემდგომში ეგრისის პერიდში არსებულ მდიდარ რეგიონში მოხირისში უნდა არსებულიყო(დაახლ. რიონსა და ცხენისწყალს შორის არსებული დაბლობი რაიონი).
[[ფაილი:Colchis gold diadem r.JPG|მინი|250x250პქ|კოლხი დიდებულის ოქროს დიადემა]]
სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივად ცნობილი, როგორც [[ეგრისი]], [[იბერია|იბერიის სამეფოს]] ნაწილი გახდა დაახ. [[ძვ. წ. 302]] წელს. თუმცა კოლხეთი იბერიას მალევე გამოეყო და რამდენიმე მცირე სამთავროდ დაიშალა. კოლხეთის სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ რეგიონის [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე პონტოელის]] მიერ დაპრყობამდე (ძვ. წ. 101).